ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი კორონავირუსის ბუსტერ დოზის გაკეთებასთან დაკავშირებით განმარტებას აკეთებს და აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში თუ ვირუსი ენდემური გახდება, გარკვეული ჯგუფებისთვის სასურველი იქნება წელიწადში ერთხელ გრიპის ვაქცინის მსგავსად გაკეთდეს.
„ბოლომდე ამ კითხვაზე პასუხი ბუნებრივია ჯერ არავის აქვს. ბუსტერული დოზის დამატება განსაკუთრებით ეფექტურობას ავლენს ომიკრონთან მიმართებით. ჰოსპიტალიზაციის რიცხვი 90%-ით მცირდება. რაც უფრო მეტი ასაკოვანი დაბუსტერებული ადამიანი დახვდება ამ ინფექციას, ჰოსპიტალური სექტორის გადატვირთვა და სიკვდილიანობა მინიმალური იქნება.
რაც შეეხება მომავალს, რა პერსპექტივას გვიქადის, პფაიზერის ხელმძღვანელს ვუსმენდი გუშინ და მან აბსოლუტურად თვალნათლივ თქვა, რომ მარტში გვექნება ომიკრონსპეციფიკური ვაქცინა. მან თქვა, რომ პანდემიის მომავალი მიმდინარეობის დროს ყველა ახალი ვარიანტი ომიკრონის შვილობილი იქნება.
თუ პანდემიური მიმდინარეობის ფორმა დაკარგა ინფექციამ და ენდემური გახდა, როგორც წლის განმავლობაში გრიპის ვაქცინას ვიკეთებთ, ვფიქრობ მომავალში ასე იქნება სწორედ ეს ვაქცინაცია. ყველასთვის სავალდებულო არ იქნება, მაგრამ დამიზნებითი ჯგუფებისთვის წელიწადში ერთხელ ამის გაკეთება სასურველი იქნება“, - ამბობს კულუმბეგოვი.
გარდა ამისა, ბიძინა კულუმბეგოვმა მწვანე პასპორტის მიღების შესახებაც ისაუბრა.
ბიძინა კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ თუ კოვიდპასპორტი თავი ფუნქციას ვერ შეასრულებს, მისი წინააღმდეგი იქნება.
„განცხადებამ რა თქმა უნდა, სპეციალისტებშიც გაურკვევლობა გამოიწვია და შემდგომ გარკვეულწილად დაკონკრეტდა, რომ ეს ასე არ მოხდება. ეს ეხებოდა მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლის მონაცემებიც რაღაც მიზეზების გამო ბაზაში არ იყო ატვირთული და ასევე ისინიც, ვინც 2021 წლის 1-ელ დეკემბრამდე ავადმყოფობდა.
ვთვლი, რომ პასპორტი თუ ვერ მოემსახურება ინფექციის შეკავების მთავარ პრინციპებს, სწორედ ამ ამბებში ჩვენ ძალიან დავიკარგებით და ავირევით. ამიტომ ჯობია რომ ასეთი პასპორტი არ არსებობდეს. ვფიქრობ, რომ საზოგადოება აქეთკენ უნდა წავიდეს. ჩვენ სხვა გამოსავალს უბრალოდ ვერ ვხედავთ.
თუ კოვიდპასპორტი დავალებას შეასრულებს, რასაკვირველია ამის წინააღმდეგი არასოდეს ვიქნები, მაგრამ იმ ფორმით რა ფორმითაც არსებობს და იმ ფორმას რასაც უმიზნებენ, რომ ჰქონდეს, ამ შემთხვევაში ვფიქრობ რომ მთავარ დანიშნულებას ვერ შეასრულებს“, - განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵VIDEO: „ქუჩაში ფეხშიშველი დადიოდა“ - სად და რა ვითარებაში იპოვეს სალომე ტეტუნაშვილი