Digest Logo

მაწუხებს ხველა, ყელისა და თავის ტკივილი - როგორია თენგიზ ცერცვაძის და მისი მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობა?

1605682483
ცერცვაძის მეუღლე

ინფექციური საავადმყოფოს გენერალურ დირექტორს თენგიზ ცერცვაძეს და მის მეუღლეს გუშინ, 17 ნოემბერს კორონავირუსი დაუდასტურდათ. 

ცოლ-ქმარი მკურანლობის კურსს სახლში გადის, ცერცვაძის მეუღლეს, ანას ვირუსი უსიმპტომოდ აქვს.

ცერცვაძის ოჯახის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით, ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი განცხადებას ავრცელებს:

„მადლობა ყველას!...

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას ვინც მირეკავს და შეტყობინებებს მიგზავნის - აინტერესებთ და გულთან მიიტანეს ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა. აქვე მინდა ბოდიში მოვუხადო მათ ვისაც ფიზიკურად ვერ ვპასუხობ - ეს შეუძლებელიცაა დროისა და ჯანმრთელობის ფაქტორის გათვალისწინებით...

რაც შეეხება ჩემს მდგომარეობას - მკურნალობას ვაგრძელებ სახლში. ამ დროისთვის ტემპერატურა 37.5 გრადუსი მაქვს. მაწუხებს ხველა, ყელის და თავის ტკივილი, სისუსტე. მიუხედავად ასეთი დისკომფორტისა და ჩემს თავს არსებული რეალობისა, ვცდილობ ვიყო მხნედ, მაქსიმალურად ვცდილობ სახლის პირობებში ვიმკურნალო და ასე ვადევნო თვალი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებსა თუ ეპიდვითარებას...

რაც შეეხება ჩემს მეუღლეს-ანა თოფურიაც სახლშია და ჩემ გვერდითაა. როგორც ცნობილია, ისიც კოვიდ ინფიცირებულია, თუმცა ნაკლები სიმპტომებით-37.1 გრადუსი ტემპერატურითა და ყელის ტკივილით.

ვინაიდან ინტერესი დიდია ჩემი ჯანმრთელობის მიმართ-პერიოდულად აქ დავწერ ჩემი ჯანმრთელობის შესახებ...
იმედია, მალე ყველაფერი გაივლის და ჩვეულ რეჟიმს დავუბრუნდები“- წერს ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე თვითიზოლაციაში იმყოფება.