
„ჯოენის“ სამედიცინო ცენტრის ეპიდემიოლოგმა მაია კაშიამ „რუსთავი 2“-ის ეთერში, ეპიდემიოლოგიურ სიტუაციაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მდგომარეობა ისევ მძიმეა.
ეპიდემიოლოგის თქმით, აუცილებელია მოსახლეობამ ჩაიტაროს როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია.
„მდგომარეობა ქვეყანაში იმდენად გაუარესებულია, რომ, სამწუხაროდ, არანაირი დადებითი დინამიკა არ შეინიშნება. „ომიკრონის“ შემოსვლასთან დაკავშირებით შეიძლება ითქვას, რომ უახლოეს 3-4 კვირაში საქართველოშიც გამოჩნდება. ერთადერთი გამოსავალია, რაც შეიძლება მეტად იქნეს დაცული რეგულაციები, ჩაიტაროს მოსახლეობამ როგორც კორონავირუსის, ისე სეზონური გრიპის ვაქცინაცია“, - განაცხადა მაია კაშიამ.
ასევე დაგაინტერესებთ👇
უბნები თბილისში, სადაც დღეს დენი გაითიშება – გადაამოწმეთ თქვენი მისამართი