სასტუმროების ნაწილს, ვაქცინაციის პროცესის წასახალისებლად, სპეციალური შეთავაზება აქვთ – ფასდაკლება ორჯერადად აცრილ ადამიანებს.
მაგალითად, „ჰოლიდეი ინნ თელავი“ დღეიდან, 31 აგვისტოს ჩათვლით, 140 ლარად დაუთმობს სასტუმროს ნომერს ორჯერადად აცრილ ადამიანს. ამ სასტუმრომ გამოიწვია „დივან სვითს ბათუმი“ და „ბესთ უესთერნ ქუთაისი“.
გამოწვევა მიიღო „ბესთ სვითს ბათუმმა,“ სადაც ნორმის ღირებულება 399 ლარი იქნება. „ბესთ უესთერნ ქუთაისში“ კი, ნომრის ფასი ერთი ღამით 240 ლარი იქნება.
ამ სასტუმროებმა სხვა სასტუმროებიც გამოიწვიეს.
stopcov.ge-ის თანახმად, 25 ივლისის მონაცემებით ქვეყანაში სულ აცრილია 404 339.
წყარო: batumelebi.netgazeti.ge