Digest Logo

„ომიკრონი“ გვაცდის, რომ ახალი წელი აღვნიშნოთ“ - პაატა იმნაძე

1640861696
იმნაძე პაატა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ „ომიკრონის“ შესახებ ისაუბრა.

მისი თქმით, ახალი შტამის სწრაფად გავრცელება ქვეყანაში შიდა გადაცემის შემდეგ დაიწყება.

„ომიკრონი“ ძალიან სწრაფად გავრცელდება როგორც კი ქვეყანაში შიდა გადაცემა დაიწყება. გვაცდის, რომ ახალი წელი აღვნიშნოთ, მაგრამ მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, ვიწრო წრეში შევხვდეთ, აუცილებლად გვქონდეს პირბადე, სადაც კი არის უცხო ადამიანებთან შეხვედრის ალბათობა და პირველი და ძირითადი, ვიყოთ აცრილები. წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება, ვისაც არ გადაუტანია კორონა ან არ არის აცრილი, ესაა დაახლოებით მილიონამდე ადამიანი ჩვენს ქვეყანაში, ყველა გახდეს ავად. დღეს კორონავირუსით ინფიცირებულთაგან თუ საშუალოდ 10 პროცენტს სჭირდება ჰოსპიტალიზაცია, ერთ პროცენტსაც რომ სჭირდებოდეს ჰოსპიტალიზაცია „ომიკრონიან“ პაციენტს, წარმოიდგინეთ, რა დატვირთვა იქნება სამედიცინო დაწესებულებებზე და როგორი იქნება დაღუპულთა რაოდენობა“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ახალი შტამის „ომიკრონის“ შესახებ ინფორმაცია პირველად 24 ნოემბერს გავრცელდა. მას შემდეგ ის დაახლოებით 12 ქვეყანაში დაფიქსირდა. ახალი შტამის გამო ევროპამ, აშშ-მა და სხვა ქვეყნებმა აფრიკის 7 სახელმწიფოსთან ავიამიმოსვლა შეწყვიტეს.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება - ელისო კილაძე

🔵VIDEO: „შენ მე რატომ მაბულინგებ?! მიკრძალავ“ - კამათი პირდაპირ ეთერში

🔵როგორი დახვედრა მოუწყვეს ალექსანდრა პაიჭაძესა და მის შვილს - ფოტოები

🔵„მეც მინდა ასე ძილი, სადმე“- ალექსანდრა პაიჭაძე ქალიშვილის ახალ ვიდეოს აქვეყნებს

🔵„ვაკაჭისაც დავშორდი და ილო ბეროშვილის საყვარლის სტატუსიც მომეხსნა“ - ცოტა რამ ბაბი კირკიტაძეზე