Digest Logo

ჯანდაცვის მინისტრის კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება - ელისო კილაძე

1639072159
ექიმი, ლევან რატიანი

მას შემდეგ, რაც ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ თანამდებობა დატოვა, გაჩნდა სხვადასხვა ვერსია იმის შესახებ, თუ ვინ შეცვლიდა მას. ჟურნალისტ ელისო კილაძის ინფორმაციით, ჯანდაცვის მომავალ მინისტრად შესაძლოა, პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი ლევან რატიანი ვიხილოთ.

„ჩემი ინფორმაციით, ჯანდაცვის მინისტრის ერთ-ერთ კანდიდატად ლევან რატიანი განიხილება — ის არის ღარიბაშვილის მხრიდან სიმპათიით განწყობილი კანდიდატურა“, - განაცხადა ელისო კილაძემ.

ამასთან, კილაძე სამთავრობო ცვლილებებს აანონსებს და აცხადებს, რომ მომავალი წლიდან მთავრობაში ფუნდამენტური ცვლილებები იქნება.

რაც შეეხება ჯანდაცვის მინისტრის გადაწყვეტილებას, კილაძე ამტკიცებს, რომ ტიკარაძესა და მმართველ გუნდს შორის კონფლიქტი მიხეილ სააკაშვილის საქმის გამო დაიწყო.

„ეკა ტიკარაძესა და ღარიბაშვილის გუნდს შორის უთანხმოება მიხეილ სააკაშვილის საქმის შემდეგ გახდა. ტიკარაძე მოიქცა სწორად, მან მოინახულა ციხეში სააკაშვილი, ეს კი არ აპატიეს“, - განაცხადა ელისო კილაძემ

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„სათქმელი თქვი, არ მოგერიდოს, თავი არ დაუხარო უფროსს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენი ზემდგომია…“ - მამა პეტრე

🔵„კოვიდგადატანილებში „ომიკრონით“ რეინფიცირების რისკი სამჯერ მაღალია“ - ალექსანდრე გოგინავა

🔵„იღლიები გაქვთ გამომწვარი?“ – LIDER TV-ის შემქმნელების ახალ კლიპს სოციალურ ქსელში აჟიოტაჟი მოჰყვა

🔵„ომიკრონმა“ ინტერგენომური თამაშები დაიწყო და შეუძლია სრულიად უძლეველი გახდეს“ - ზურაბ გურული