ოპერის მომღერალი თამარ ივერი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რატომ ინფიცირდებიან საქართველოში კორონავირუსით ადამიანები, მიუხედავად იმისა, რომ აცრილების რიცხვი არც თუ ისე ცოტაა.
„უკვე რა სასაცილო გახდა გამოთქმა, „ვიცრი, იმიტომ რომ შენ დაგიცვა”,
არადა მეც ორჯერ აცრილმა დამაინფიცირა და ჩემს გარშემოც სულ მესმის „აცრილმა გადამდო, 2 ჯერ აცრილმა გადამდოო”. ეს კი იმის ბრალია, რომ… აქაოდა აცრილია, არავის და არაფერს ერიდებიან:
სულ მეუბნებიან:
ნუ გეშინია, გადაგკოცნი-აცრილი ვარ!
ნუ გეშინია, მოვალ სტუმრად-აცრილი ვარ!
ნუ გეშინია, გვერდზე დაგიჯდები-აცრილი ვარ! და ა.შ.
ამ დროს თავად ვერ გრძნობენ, ან ძალიან მსუბუქად გრძნობენ სიმპტომებს და სხვებთან კი „იფრქვევინებიან ვირუსებს”
ასე რომ, აღარ გავიგო ეს ზემოდ ხსენებული უაზრო სლოგანი!!
უფრო მართებულია:
„ვიცრი – რადგან „უსიმპტომომ” შეუმჩნევლად გადაგდო”!!- წერს თამარ ივერი სოციალურ ქსელში.
აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵იქნება პერიოდულად ჩაკეტვები და სიკვდილიანობის მაღალი რიცხვი - მაია ზალდასტანიშვილი
🔵„მე ვხედავ სიკვდილს, ორ კვირაში ხალხი უჟანგბადობით გარდაიცვლება“ - ფხაკაძის საგანგაშო პროგნოზი
🔵გაციება თუ კოვიდი? როგორ ვუმკურნალოთ და განვასხვაოთ - ექიმის რჩევები