ნორვეგიის სამეფოს ჯანდაცვის სამინისტროს უფროსი მრჩეველი ზაზა წერეთელი სოციალურ ქსელში, ორმაგი ინფექციის დაფიქსირების შესახებ წერს. როგორც წერეთელი აღნიშნავს, ისრაელმა დაადასტურა ერთდროულად სეზონური გრიპითა და COVID 19-ით დაავადებული პაციენტის პირველი შემთხვევა.
მისი თქმით, ორმაგი ვირუსი ორსულ ქალს დაუფიქსირდა.
„ორმაგი ინფექცია, რომელსაც ზოგიერთი „flurona“ -ს უწოდებს, აღმოაჩინეს არავაქცინირებულ ორსულ ქალში პეტაჩ ტიკვას სამედიცინო ცენტრში რაბინში, იტყობინება The Times of Israel. სამედიცინო ცენტრში მისვლისას ორივე ვირუსზე დადებითი ტესტი გამოვიდა და ექიმებმა დიაგნოზის დასადასტურებლად ეს ტესტი ორჯერ გადაამოწმეს.
ქალს მსუბუქი სიმპტომები აღენიშნებოდა და საავადმყოფოდან კარგ მდგომარეობაში გაწერეს. მიუხედავად იმისა, რომ ეს იყო პირველი დოკუმენტირებული ორმაგი შემთხვევა ისრაელში, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ოფიციალური პირები მიიჩნევენ, რომ არსებობს სხვა შემთხვევებიც, რომლებიც არ არის დიაგნოზირებული.
ისრაელის ჯანდაცვის სამინისტრო სწავლობს საქმეს იმის დასადგენად, შეიძლება თუ არა ორმაგმა ინფექციამ გამოიწვიოს უფრო სერიოზული დაავადება.
ისრაელმა დაარეგისტრირა გრიპის შემთხვევების მატება ბოლო კვირებში, დაახლოებით 2000 ადამიანი კი ჰოსპიტალიზებულია, რის გამოც ქვეყანაში დაიწყო საუბარი ამ ორი დაავადების „ტვინდემიის“ დაწყების შესახებ. საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლები შეშფოთებულნი არიან, რომ ორივე ვირუსის ერთდროულად მატებამ, შეიძლება გამოიწვიოს ჰოსპიტალიზაციის მატება“, - წერს ზაზა წერეთელი.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ალექსანდრე ზაზარაშვილმა ამერიკიდან დედას საოცნებო მანქანა აჩუქა
🔵რა საფრთხეებს პროგნოზირებენ ასტროლოგები 2022 წლის იანვარში
🔵VIDEO: ხელის თხოვნა პირდაპირ ეთერში - დასთანხმდა თუ არა მანანა თოდაძე გია ჯაჯანიძეს ცოლობაზე?