„პანდემია არათუ უკან იხევს, არამედ ძალებს იკრებს“, - ეს განცხადება დღეს საკოორდინაციო საბჭოს მიერ გამართულ ბრიფინგზე ამირან გამყრელიძემ გააკეთა. მან რეგიონების მიხედვით ინფიცირების ახალი შემთხვევების სტატისტიკაც გაგვაცნო და აღნიშნა, რომ სამეგრელოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება:
650 თბილისი
506 აჭარა
324 იმერეთი
200 სამეგრელო, ზემო-სვანეთი
100 შიდა ქართლი
გურია 47
ასეთია ბოლო 24 საათის განაწილება რეგიონების მიხედვით.
საქართველოში აქტიური პაციენტია 15 501.
გარდაცვალების 302 შემთხვევა ფიქსირდება.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საქართველოში რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ - ცქიტიშვილი
იგეგმება თუ არა საქალაქთაშორისო ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვა?