„ფაიზერის” ერთი დოზით აცრილ მოქალაქეს კორონავირუსი დაუდასტურდა. ის სამეგრელოდანაა და ახლა ქუთაისის მედიცინის ცენტრშია გადაყვანილი.
როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა განაცხადა, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, რადგან მოქალაქეს ვაქცინის მხოლოდ პირველი დოზა ჰქონდა გაკეთებული.
„ასეთი შემთხვევები ვიცით ხოლმე, როგორც წესი გვაქვს დეტალური ინფორმაცია...
მას მერე, რაც პაციენტი გამოჯანმრთელდება და 120 დღე გაივლის, ჩვეულებრივად შეუძლია გააგრძელოს ვაქცინაცია, ანუ მიიღოს ვაქცინის მეორე დოზა. მას სწორედ ამის შემდეგ ექნება მძლავრი იმუნიტეტი“ , – განაცხადა ზახაშვილმა.
წყარო: primetime.ge