„ფაიზერის“ პირველ დოზაზე დარეგისტრირებული პირების ვაქცინაცია 26 ივლისიდან დაიწყება.
საქართველოში 16 წლის ზემოთ ასაკის პირებისთვის „ფაიზერით“ ვაქცინაცია უკვე დასაშვებია. „ფაიზერის“ ვაქცინაზე ქვეყნის მასშტაბით 147 000-მდე პირი დარეგისტრირდა.
ცნობისთვის, „ფაიზერით“ აცრა ქვეყნის მასშტაბით 37 სამედიცინო დაწესებულებაში იქნება შესაძლებელი.
24 ივლისს, ამერიკის მთავრობისა და უშუალოდ პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილებით, საქართველოში საჩუქრად გადმოცემული „ფაიზერის“ ვაქცინის 500 ათასი დოზა შემოვიდა.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 2 061 ახალი შემთხვევა დადასტურდა.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 654 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 373 088-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 23 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 5 688 პირი ემსხვერპლა.
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 6.6 %, ბოლო 14 დღის მანძილზე - 5.66 % ხოლო 7 დღის მანძილზე - 6.3 %.