Digest Logo

პირბადის ტარების რეკომენდაცია მკაცრი რეკომენდაციით შეიცვალა - საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

1627977408
თამარ გაბუნუა

დღეს, 3 აგვისტოს კორონავირუსის ინფიცირებულთა ლაბორატორიულად გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობა  4827-ით გაიზარდა. საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, ასეთი მაჩვენებელი  კიდევ 10 დღის განმავლობაში გაგრძელდება. 

 

მიუხედავად ინფიცირებულთა რაოდენობის რეკორდულად მატებისა, საკოორდინაციო საბჭოს რადიკალური გადაწყვეტილებები და მკაცრი შეზღუდვები არ დაუანონსებია.

თამარ გაბუნიას განცხადებით, კიდევ უფრო მკაცრად გაკონტროლდება ხალხმრავალი ღონისძიებები და შეკრებები. მისივე თქმით, მკაცრი რეკომენდაციიაა, რომ პირბადეები მოქალაქეებმა ატარონ ყველგან, სადაც შესაძლებელია, როგორც დახურულ, ისე ღია სივრცეში.

„არ ვაპირებთ მკაცრი შეზღუდვების ამოქმედებას, მოქალაქეების პასუხისმგებლობისა და ნების გარეშე არაფერი გამოვა. გავცემთ მკაცრ რეკომენდაციას, რომ პირბადეები კიდევ უფრო აქტიურად ატარონ ყველგან, სადაც მოსახერხებელია. აგრეთვე მკაცრად გაკონტროლდეს შეკრებები და ღონისძიებები რომლებიც ახლა ისედაც აკრძალულია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.