Digest Logo

რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა - პაატა იმნაძის განმარტება

1605784344
ეპიდემიოლოგ-ინექციონისტი

დღეს ანტიბიოტიკის ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა, რომელსაც საქართველოც აღნიშნავს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ „იმედის“ ეთერში განმარტება გააკეთა, თუ რა შემთხვევაშია საჭირო კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტისთვის ანტიბიოტიკის მიღება.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კვირეული კოვიდინფექციის ფართო გავრცელებას ემთხვევა. კოვიდინფექციის დროს ანტიბიოტიკის გამოყენება არ შეიძლება, თუ არ არის სპეციალური ჩვენება, ბაქტერიული ინფექციის თანდართვა კოვიდინფექციქციაზე“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

ინფორმაციისთვის, საქართველოში ამ დროისთვის ვირუსის 93092 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 73877, ხოლო გარდაცვლილია 853 ადამიანი.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

კორონავირუსით ინფიცირებული ორსული მშობიარობის წინ კომაში ჩააგდეს

ქუთაისში კორონავირუსით ინფიციებულ ორსულს „გოლიათი“ ბავშვი შეეძინა