Digest Logo

რამდენჯერ უნდა გაირეცხოს და დაუთოვდეს მრავალჯერადი პირბადე?

1602261762
ეპიდემიოლოგები

კორონავირუსისგან დამცავი ერთადერთი ეფექტური საშუალება დღემდე პირბადის წესის მიხედვით ტარება რჩება. პანდემიის ფონზე ერთჯერად პირბადეებთან ერთად მრავალჯერადიც გამოჩნდა. „დაიჯესტი“ დაინტერესდა, როგორია მრავალჯერადი პირბადის გამოყენების წესი.

ჩვენს კითხვას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ეპიდემიოლოგებმა ამირან გამყრელიძემ, პაატა იმნაძემ და ხათუნა ზახაშვილმა უპასუხეს:

ამირან გამყრელიძე: ამ 9 თვის განმავლობაში ჯერჯერობით სამედიცინო მეცნიერებამ უკეთესი დამცავი საშუალება ვერ მოგვაწოდა. მგონი ჩვენს ინსტიტუტს მალე პირბადეს დაუძახებენ, იმიტომ, რომ არ ვიცი დღეში რამდენჯერ ვიძახით - პირბადე, პირბადე, პირბადე... ვირუსისგან ერთადერთ დაცვის საშუალება პირბადე გახლავთ, როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეში უნდა ატაროთ პირბადე და მთავარი პირბადე დაგიცავთ არა მხოლოდ კორონავირუსისგან არამედ სეზონური რესპირაციული დაავადებებისგანაც.

პაატა იმნაძე:მრავალჯერადი პირბადე ყოველდღე უნდა გაირეცხოს და გაუთოვდეს და კიდევ ერთი - არ უნდა შევეხოთ პირბადეს გარეთა ზედაპირზე. ეს ეხება როგორც ერთჯერად პირბადეს, ისე მრავალჯერადს“.

ხათუნა ზახაშვილი: „მრავალჯერადი პირბადის შეძენისას კარგად დააკვირდით მასალას, რამდენად უთოვდება ის. ისე არ მოხდეს, რომ ნიღბის გარეშე დარჩეთ. ზამთარი მოდის და მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ, პირბადე ხშირად დაინესტება, იქონიეთ მოერე, სათადარიგო პირბადე და, რაც მთავრია, არავის მისცეთ თქვენი პირადი პირბადე, ის მხოლოდ თვენ გეკუთვნით“.