ექიმი ნანა სხილაძე კორონავირუსით ინფიცირებულებს, რომლებიც სახლში მკურნალობენ დეტალურ ინფორმაციას აწვდის.
მედიკოსის რეკომენდაციებში აღწერილია, როგორ უნდა მოიქცეს პაციენტი, რით უნდა იკვებოს, ტემპერატურის რომელი ნიშულია საგანგაშო რა დროს შეიძლება ბევრი სსითხის მიღება, ან პირიქით, როდის არის სითხე მავნებელი.
ნანა სხილაძის რეკომენდაციებს „დაიჯესტი“ უცვლელად გთავაზობთ:
„რეკომენდაციები ბინაზე მკურნალობის დროს !
ძალიან ბევრი ადამიანი, ნაცნობი, მეზობელი, მწერს დაბნეული, არ იცის როგორ მოიქცეს და გადავწყვიტე ყველა დეტალი რაც მნიშვნელოვანია დავწერო კოვიდ დადებითებისთვის როგორ უნდა მოიქცნენ სახლში მკურნალობის დროს. (თუ რაიმეს დაამატებთ კომენტარში დაწერეთ კოლეგებო)
თავდაპირველად შეგახსენებთ სიმპტომებს ესენია:
-მთლიანი სხეულისა და კუნთების ტკივილი
- თვალების წვა და ტკივილი
- თავის ტკივილი
- გულის რევის შეგრძნება ან პირღებინება
- ფაღარათი
- სურდო ან იშვიათად გაჭედილი ცხვირი
- წვა შარდვისას
- მაღალი ტემპერატურა
- ყელის სიმშრალე ფხაჭვნა ან ტკივილი
დაინფიცირების მე 4 დან მე 8 დღემდე გრძელდება მეორე ანუ ანთების ფაზა რომელსაც ახასიათებს შემდეგი სიმპტომები.
- გემოს და სუნის შეგრძნების დაკარგვა
- დაღლილობის შეგრძნება უმნიშვნელო მოძრაობისას
- ტკივილი გულმკერდის არეში ან თირკმლის არეში
შეეცადეთ არ აგერიოთ დაღლილობის შეგრძნება სუნთქვის უკმარისობაში.
დაღლილობისას ადამიანი ასრულებს მარტივ მოძრაობას და მაშინვე იღლება, ხოლო სუნთქვის უკმარისობის დროს მჯდომარე მდგომარეობაშიც კი აღინიშნება ქოშინი ჩასუნთქვა ამოსუნთქვის გაძნელება.
მე-9 დღიდან იწყება მესამე ფაზა ანუ გამოჯანმრთელების ფაზა რომელიც მე-14 დღემდე გრძელდება.
როგორც ირკვევა კორონავირუსის PH მერყეობს 5.5 დან 8.5 მდე. მოკლედ რომ ავხსნა მჟავა ტუტოვანი თანაფარდობას ორგანიზმში ეწოდება PH.
მჟავის და ტუტეს სწორი პროპორციისას სისხლის ph უნდა იყოს ოდნავ ტუტოვანი 7.3 ანუ კოვიდის დროს ჩვენი წონასწორობა ირღვევა და მიდის გამჟავებისაკენ, ამ დიაპაზონის ნებისმიერი გადახრა იწვევს მრავალ დაავადებას და არასასურველ გამოვლინებას. ამიტომ სასურველია ვიკვებოთ ალკანილური საკვებით ასეთი ხილის მაგალითებია :
- ბანანი. ლაიმი PH 9.5
- ყვითელი ლიმონი ph 8.2
- ავოკადო ph. 15.6
- მანდარინი ph 8.5
- ფორთოხალი ph 9.2
- ანანასი ph 12.7
ახლა რაც შეეხება ქმედებებს რომელიც ზოგადად ყველამ იცის, მაგრამ შეიძლება დაიბნეს და ვერ შეასრულოს ან არასწორედ შეაფასოს მდგომარეობა.
1 - ხშირად გაიზომეთ სიცხე! მინიმუმ დღეში 2 ჯერ ან 3 ჯერ. მიუხედავად შეგრძნებისა გაქვთ თუ არა. როგორ ვიქცევით თუ 38 ზე ნაკლები დაგვიფიქსირდება ან თუნდაც 38.0 .. არ ვიღებთ სიცხის დამწევ საშუალებებს! მხოლოდ თბილ სითხეებს ვსვამთ და ისევ ვაკონტროლებთ სიცხეს.
2 თუ ტემპერატურა 38 ზე მაღალია მივიღებთ სიცხის დამწევ პრეპარატს პარაცეტამოლი ან მისი შემცველი კომერციული დასახელების პრეპარატები.
თუკი 4 დღის განმავლობაში ტემპერატურა 38 და ზევით დაფიქსირდება შეიძლება ვიფიქროთ რომ ფილტვის ქსოვილში იწყება ანთებითი ცვლილებები. (მაგრამ არც ეს არის საპანიკო) საჭირო ხდება ოჯახის ექიმთან დაკავშირება, რომელიც გადაწყვეტს რენტგენი გჭირდებათ თუ კომპიუტერი ტომოგრაფია.
P.S თუ ექიმი ჩათვლის, რომ თქვენ კოვიდ ინფექციასთან ერთად შეიძლება გქონდეთ ბაქტერიული ინფექციაც ამ შემთხვევაში დაგინიშნავთ ანტიბიოტიკს !. მინდა კარგად გაიაზროთ რომ კოვიდ 19 ვირუსის დროს და ნებისმიერი ვირუსის დროს ანტიბიოტიკების მიღება მითუმეტეს თვითნებურად დაუშვებელია რადგან ანტიბიოტიკი ებრძვის ბაქტერიას და არა ვირუს !!!
ნუ მიიღებთ !
დაიმახსოვრეთ: „ანტიბიოტიკებს იღებს ის კოვიდ ინფიცირებული, ვისაც კოვიდთან ერთად ბაქტერიული ინფექციის განვითარების რისკი უჩნდება.“ და ამას მხოლოდ ექიმი აფასებს და წყვეტს.
შემდეგი საკითხი ეხება სითხეების მიღებას ძალიან მნიშვნელოვანია დღის განმავლობაში მიიღოთ 1.5 დან 2.5 ლტ მდე სითხე. მაგრამ სითხეში არ იგულისხმება ალკოჰოლი, გაზიანი ან შაქრიანი სასმელები ან თუნდაც ენერგეტიკული. კარგი იქნება სუფთა წყალი. სახლის კომპოტები. ბულიონი...
განსაკუთრებით თუ გაქვთ ფაღარათი რაც ხშირად ვლინდება კოვიდის დროს ნიშნავს იმას, რომ ჩვენი ორგანიზმი მეტ სითხეს კარგავს ვიდრე ჩვეულებრივ. ფაღარათის დროს სითხესთან ერთად ელექტროლიტებსაც კარგავთ რაც შეიძლება შეივსოთ ეგრედ წოდებული რეჰიდრონით ეს არის მინერალების და ელექტროლიტების კომბინაცია .. იხსნება ნელთბილ წყალში და საკმაოდ ნორმალური დასალევია.
P.S გულის უკმარისობის მქონე პაციენტებში არ შეიძლება ბევრი სითხე ! ამიტომ სასურველია მიმართოთ ექიმს და კითხოთ როგორ ჩანაცვლდეს ეს პუნქტი.
შემდეგი და ძალიან მთავარი ეხება ფიზიკურ აქტივობას ავადობის დროს... თუ გაქვთ კერძო სახლის ფუფუნება შეგიძლიათ ისეირნოთ გაავარჯიშოთ ქვედა კიდურები რადგან კუნთები ეხმარება ვენებს უკეთ ფუნქციონირებაში ფიზიკური აქტივობა მსუბუქი ვარჯიში სისხლის შედედებას უშლის ხელს ასევე თრომბოემბოლიის და თრომბის წარმოქმნის პროფილაქტიკა გამოგივათ. კარგია თუ კვირაში ერთხელ მაინც გაიკეთებთ ანალიზს სახელად „კოაგულოგრამა“, რაც აჩვენებს სისხლის მდგომარეობას თრომბოციტების მდგომარეობას, რომლებიც მონაწილეობენ სისხლის შედედების პროცესში . თუკი კოაგულოგრამაში გამოჩნდება ცვლილებები, რაც ამ ვირუს ხშირად ახასიათებს ... ექიმი მოგცემთ რეკომენდაციას თრომბოასპირინის მიღებაზე. მაგრამ თქვენით თუ არ გაქვთ სამედიცინო განათლება ნუ მიიღებთ პრეპარატს.
ბოლოს... თავის სიმშვიდისათვის რომ ვაკონტროლოთ სისხლში ჟანგბადის შემცველობა არსებობს ასეთი სახელწოდების ხელსაწყო სატურატორი. პულსოქსიმეტრი იყიდება აფთიაქებში. რომელსაც გაიკეთებთ თითზე და დაეწერება თქვენი სუნთქვა რამდენად შეესაბამება ნორმას
ნორმა კი ასე მერყეობს:
-95 - 99% დიაპაზონში შეგიძლია მშვიდად იყოთ 94 დან ქვემოთ მით უარეს 85 თუ დაინახავთ და ამ დროს სუნთქვის უკმარისობაც აღენიშნებათ აუცილებლად მიმართეთ კლინიკას. ჯანმრთელობას გისურვებთ!“
🔘აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სახიფათო სიმპტომები, რომლის დროსაც სახლში უნდა დარჩეთ - გაფრთხილება მამუჩიშვილისგან
რომელი წამლები უნდა მიიღოთ კოვიდ 19-ის სახლში მკურნალობისას? - დიდი ბრიტანეთის პროტოკოლი
2-კვირიანი ლოკდაუნი ამოასუნთქებს ქართულ ჯანდაცვას - კულუმბეგოვი
Covid 19-ის გამოვლენილი შემთხვევების უკან 3-ჯერ მეტი დაუდასტურებელი შემთხვევაა - ეპიდემიოლოგი