საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვას აქვეყნებს და საქართველოში ვაქცინაციის შესახებ საუბრობს.
როგორც ფხაკაძე ამბობს, ჩინურმა ვაქცინამ სიკვდილიანობა ქვემოთ დასწია და ის ეფექტურია 18-დან-59 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.
„ჩინურმა ვაქცინამ სიკვდილიანობა დასწია ქვევით. ანუ ჩინური ვაქცინა ვაქცინა კი არ არის, ეს არის წამალი, რომელიც გეხმარებათ თქვენ, რომ არ ამოყოთ თავი რეანიმაციაში.
ჩინური ვაქცინა არის ეფექტური 18-დან 59 წლამდე. 60 წლის ზევით მისი გაკეთება რეკომენდებული არ არის. ეს ვაქცინა 18-დან 59 წლამდე სიკვდილიანობას ამცირებს – თუ თქვენ დაგემართათ ვირუსი, არ ამოჰყოფთ თავს რეანიმაციაში რატიანთან.
თუ თქვენ გაქვთ ფილტვების რაიმე დაავადება და დაგემართათ კოვიდი, რატიანთან კი არა, პირდაპირ მიქელასთან ამოჰყოფთ თავს. ამიტომ, თუ გაქვთ ისეთი დაავადება, რომელიც კოვიდის შემთხვევაში დიდ პრობლემებს შეგიქმნით, უნდა გაიკეთოთ ჩინური ვაქცინა, რომ არ ამოჰყოთ თავი რატიანთან და მიქელასთან.
მაგრამ ის, რომ თქვენ გაიკეთოთ ეს ჩინური ვაქცინა და მერე მოიხსნათ პირბადე და თავისუფლად იყოთ, კოვიდი აღარ დამემართებაო, ეს ტყუილია. ეს ვაქცინა თქვენ კოვიდისგან არ გიცავთ“- ამბობს გიორგი ფხაკაძე.