საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ ეპიდვითარებასა და კოვიდინფიცირების მზარდ სტატისტიკაზე საუბრობს. ჟურნალისტის კითხვაზე თუ რას უკავშირდება ეს, ფხაკაძე ამბობს რომ „პასუხი ერთია და ეს არის არჩევნები“.
„პასუხი არის ერთი და ეს არის არჩევნები. ყველგან, სადაც წინასაარჩევნო პერიოდია არის ერთი გამოწვევა, ვინაიდან წინასაარჩევნო გარემო სხვანაირია და გადაწყვეტილებები არ არის ადეკვატური. წინასაარჩევნო დაძაბულობა სამწუხაროდ ექიმებზეც გადადის. ექიმების უმეტესობა აბსოლუტურად ნეიტრალური უნდა იყოს. აპოლიტიკურები უნდა იყვნენ ისინი“, - აღნიშნა ფხაკაძე.
ამასთან, გიორგი ფხაკაძის თქმით, ჯერჯერობით ვირუსთან საბრძოლველად ყველაზე მძლავრ იარაღად კვლევ პირბადე და სოციალური დისტანცირების დაცვა რჩება.
ფხაკაძე ამბობს, რომ გასული დღე-ღამის განმავლობაში, როცა ქვეყანაში 30 ადამიანზე მეტია გარდაცვლილი, ნიშნავს იმას, რომ კატასტროფული მდგომარეობაა.
„ყველაზე საუკეთესო იარაღი ეს არის სამედიცინო პირბადე. ყველამ, რომ გამოიყენოს პირბადე ვირუსის გავრცელებას შევამცირებთ. როცა დღიურად 30 ადამიანზე მეტია ქვეყანაში გარდაცვლილი, ეს პრაქტიკულად კატასტროფაა. საქართველო დგას გენოციდის წინაშე. ჩვენ საშუალება გვაქვს, რომ დავიცვათ ჩვენი თავი. ვიღაც კი არ აკეთებს ამას, არამედ ჩვენ ვუწყობთ საკუთარ თავს გენოციდს. ერთადერთი გამოსავალი პირბადეა“, - განაცხადა ფხაკაძემ ტელეკომპანია „პირველთან“ საუბარში.
ამავე თემაზე👇
VIDEO: „გილოცავთ ხალხო" – ნახეთ, რას ჰყვება გიორგი ფხაკაძე
2021 წელი იქნება დამანგრეველი... დავიღალე ამდენი მავნებელი და ბოროტი ადამიანებით - გიორგი ფხაკაძე