პროფესორი გიორგი ფხაკაძე ტრადიციულ ვიდეომიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს საქართველოს მოქალაქეებს რომ აიცრან, რადგან ვაქცინაცია არის გამოსავალი, რომ დროულად დავამარცხოთ პანდემია.
როგორც გიორგი ფხაკაძე ამბობს, საქართველოში ჩამოყალიბდა ანტივაქსერული ჯგუფები, რომლებიც საშიშები არიან მოსახლეობისთვის.
„გილოცავთ ხალხო! საქართველოში ოფიციალურად ჩამოყალიბდა ანტივაქსერული სექტა. ალბათ ახლო მომავალში ისინი თავიანთ ძეგლებსაც დადგამენ. ეს ხალხი ძალიან საშიშები არიან. პირბადე არის საუკეთესო გამოსავალი. ანტივაქსერების შემოტევა ძალიან საშიშია. ბოტების ექსპერტი გავხდი უკვე. ეს ყველაფერი ვიცი უკვე და ნუღარ მიგზავნით რაღაცებს. თხოვნა მაქვს ჩემო მეგობრებო, რომ ნუ აუყვებით ამ ანტივაქსერებს",- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
ამავე თემაზე👇
„მადლობა ყველას, ჩვენ ეს შევძელით“... - ფხაკაძე
2021 წელი იქნება დამანგრეველი... დავიღალე ამდენი მავნებელი და ბოროტი ადამიანებით - გიორგი ფხაკაძე
„მე რომ ვთქვი, რა არ მიწოდეს...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე?