კლინიკა „ბაუს" ცნობით 96 წლის მოხუცმა ქალმა საქართველოში კორონავირუსი დაამარცხა.
„გაიცანით ჩვენი გმირი ბებო -მუნთეა გობაძე
96 წლის ქალბატონი, რომელმაც კოვიდი დაამარცხა❗️
მუნთეა ბებო კოვიდ ცენტრში 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდა.
შემოყვანისას მას აღენიშნებოდა პნევმონია გართულებით- სუნთქვის მწვავე უკმარისობით; ასევე თანმდევი დაავადებები :გულის ქრონიკული უკმარისობა და სტენოზი.
ჩვენი მედიკოსების დამხარებით უხუცესმა ქალბატონმა ვირუსი დაამარცხა, თავს დამაკმაყოფილებლად გრძნობს და კოვიდ-ცენტრიდანაც უკვე გაეწერა.
ჯანმრთელობას და კიდევ დიდხანს სიცოცხლეს ვუსურვებთ ჩვენს გმირ ბებოს“- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ინფორმაციისთვის, ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 42578 დადასტურებული შემთხვევაა, გამოჯანმრთელებულია 26800, ხოლო გარდაცვლილია 342 ადამიანი.