Digest Logo

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა - განახლებული სტატისტიკა

1606115068
კორონავირუსით გარდაცვლილები

საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა რაოდენობამ 1000-ს გადააჭარბა. გასული დღე-ღამის განმავლობაში ქვეყანაში COVID-19-ს კიდევ 36 პაციენტი ემსხვერპლა, ჯამში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 1012-მდე გაიზარდა.

 

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 108 690 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 89 170-ს შეადგენს.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.