Digest Logo

საქართველოში მწვანე პასპორტები 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება

1636366386
პასპორტი

„მწვანე პასპორტები საქართველოში პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება“, - ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა.

„პირველი დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ დაწესებულებებში შესვლას“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

მწვანე პასპორტში შედის, როგორც კოვიდის გადატანა, ასევე, ორჯერადი აცრა და პისიარი ან სწრაფი ტესტირება, უბრალოდ ვადა ექნება განსხვავებული, 3-დღიანი PCR ტესტირება და ერთდღიანი სწრაფი ტესტირება.