მთავრობის საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, მთელი ქვეყნის მასშტაბით რესტორნები 22:00 საათამდე იმუშავებს.
ამის შესახებ ინფრომაცია ინფრასტრუქტურის მინისტრმა, მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„თბილისში, ქუთაისში, მცხეთასა და ბათუმში რესტორნების მუშაობა იყო შეზღუდული 22:00 საათიდან.
თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ იქ გამართული ღონისძიებებისა და წვეულებების დროს შეინიშნება ინფიცირების მაღალი რაოდენობა, ჩვენ დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ რესტორნებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით იმუშაონ 22:00 საათამდე“, – განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეხვედრა
საქართველოში რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ