საფრანგეთში მოღვაწე ქართველი ექიმი ქეთი ლობჟანიძე ლოქდაუნის შედეგებს საფრანგეთის მაგალითზე გვიყვება. მისი თქმით, შედეგი 2 კვირაში გამოჩნდა:
როგორც ექიმი წერს, პარიზში მაღაზიები და საქალაქთაშორისო გადაადგილება აღდგება.
„ორ კვირაში ლოქდაუნმა სასწაული მოახდინა საფრანგეთში, რისი წყალობითაც, ამ შაბათიდან პარიზის დიდი მაღაზიები და პატარა ბუტიკები ემზადებიან ჩვენს მისაღებად. ქალაქთაშორისი გადაადგილებაც აღდგება, მატარებლის ბილეთები ისე დაიტაცეს, გაყიდვამ 400%-ს მიაღწიაო. ბარ-რესტორნებს არ გაუმართლათ, იანვრამდე მოუწევთ მოცდა...
ამით იმის თქმა მინდა, ძვირფასებო, რომ ლოქდაუნით მრუდი წავა კლებისკენ, შემცირდება ინფიცირებულთა რიცხვი, ეს ოდნავ მოგვიანებით აისახება სიკვდილიანობაზეც, ამოისუნთქებს მედპერსონალი და ხალხი ჯანმრთელი შეხვდება დღესასწაულებს!
საქართველოსა და საფრანგეთის კარანტინებს შორის დიდი განსხვავებაა, ჩვენთან ხალხს უფრო გაუჭირდება, მაგრამ არაა მეტი გამოსავალი და მთავრობას რომ გამოეჩინა კეთილი ნება და ხელფასის ნაწილი გადაერიცხა სოცილურად დაუცველი ხალხისთვის, რადგან ეს დაუცველობაც მათ კისერზეა, მთლად გადასარევი იქნებოდა, მაგრამ ჩვენ ხომ არასდროს გვიცხოვრია ასეთ ზღაპარში, გავაქანე მეც ფანტაზია...“, - წერს ქეთი ლობჟანიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
არავითარ შემთხვევაში არ მიიღოთ ნიმესილი! - რომელი წამლები უნდა დალიოს ინფიცირებულმა?
რა შემთხვევაში უნდა მიიღოს ანტიბიოტიკი კოვიდინფიცირებულმა - პაატა იმნაძის განმარტება
შეზღუდვებამდე ერთი დღით ადრე - რა ხდება ჰიპერმარკეტ „გორგიაში“