Digest Logo

„ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან“

1632581898
ქალი

„შეგიმჩნევიათ, რომ  საღმრთო წერილებში მამაკაცები ყოველთვის მთაზე ადიან, რომ ღმერთს შეხვდნენ და ესაუბრონ?

მაგრამ, იგივე საღმრთო წერილებში, არასოდეს გვესმის მთაზე ამავალ ქალებზე და ჩვენ ყველამ ვიცით, რატომ – ხომ ასეა?

იმიტომ, რომ ქალები ძალიან დაკავებულები არიან ცხოვრებით;⠀

მათ არ შეუძლიათ, დატოვონ პატარები,

სამზარეულო,

სახლი,

კერა,

ბოსტანი,

და ათასი სხვა მოვალეობა,

იმისათვის, რომ მთაზე ასვლა განახორციელონ!

ახლახან, მეგობართან საუბრისას, დავიჩივლე, რომ მე, თანამედროვე ქალი, ვგრძნობ, ერთი წუთითაც არ მაქვს „მოსვენება“ ყველა ამ მოვალეობისგან, არ მაქვს ერთი ადგილი მაინც, მშვიდი და საკრალური, სადაც დავმშვიდდებოდი ღმერთთან სასაუბროდ.

მისმა პასუხმა განმაცვიფრა:

„სწორედ ამიტომ, ღმერთი მიდის ქალთან.

მამაკაცი მთაზე უნდა ავიდეს, რომ იქ შეხვდეს ღმერთს, მაგრამ ღმერთი მიდის ქალთან, სადაც ის არის.“

ეს სიტყვები კვირების მანძილზე მიტრიალებდნენ თავში, მაიძულებდნენ, შემესწავლა საღმრთო წერილები, რათა დავრწმუნებულიყავი, რომ რაც მან თქვა, სიმართლეა.

ღმერთი მართლაც მიდის ქალთან – იქ, სადაც ის არის,

მის ყოფაში,

მის ყოველდღიურ საქმეებში.

ღმერთი ხვდება ქალს ჭასთან, სადაც ის წყალს იღებს ოჯახისთვის,

მის სახლში,

სამზარეულოში,

ბოსტანში.

ღმერთი მიდის ქალთან, როდესაც ის ავადმოფთან ზის,

როდესაც ბავშვს აჩენს,

ზრუნავს მოხუცებზე,

როდესაც ამზადებს ახლობლებს დაკრძალვისთვის.

ცარიელ აკლდამაშიც კი, მარიამი პირველი მოწმე იყო ქრისტეს აღდგომის – ის იყო იქ, მხოლოდ იმიტომ, რომ ჩვეულებრივ ქალის საქმეს აკეთებდა – ქრისტეს სხეულს ამზადებდა დასაკრძალავად .

და, სწორედ ამ ჩვეულებრივი და ყოველდღიური საქმეების კეთებისას, ქალები საღმრთო წერილებიდან პირისპირ შეხვდნენ ღვთაებრიობას.

ამიტომ, თუ თქვენც, ჩემსავით, დაიწყებთ მოთქმას იმის გამო, რომ არ გაქვთ დრო, ღმერთთან მთაზე შესახვედრად, ისე, როგორც გსურთ.

გახსოვდეთ, ღმერთი ეშვება ქალებთან. მან იცის, სადაც ვართ და როგორც გვიჭირს.

ის გვხედავს, და თუ გავხსნით ჩვენს გულებს და თვალებს, ჩვენც დავინახავთ მას, ყველაზე ჩვეულებრივ ადგილებში და ყველაზე მარტივ საგნებშიც. ის ცოცხალია.“

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵„მადლობა ღმერთს შენნაირი მაგარი მეგობრისთვის!“ - ზურა ხაჩიძე კობახიძეს დაბადების დღეს ულოცავს

🔵უბილეთო მგზავრობისთვის შესაძლოა, არასრულწლოვნები აღარ დაჯარიმდნენ

🔵„ერბოს თუ ასე შეინახავთ, ჩათვალეთ წამალია - შეიძლება ვაქცინადაც კი გამოდგეს“ - ანა მიქაძე

წყარო: jolo.ge