„როდესაც ადამიანი ინფიცირდება კოვიდით, მნიშვნელობა არ აქვს, მან მარტივად გადაიტანა, თუ რთულად ვირუსი, შესაძლოა, 4 კვირის შემდეგ დაეწყოს თავის ტკივილი, ჰქონდეს დაღლილობის შეგრძნება, ოფლიანობა, თითების დაბუჟება და წვა, წნევიანობა,“- ამის შესახებ „მთავარი არხის“ ეთერში ექიმმა გიორგი ღოღობერიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ადამიანებს, ვისაც სხვადასხვა დაავადება აქვთ, კორონავირუსი უფრო უმწვავდებათ და ეს გრძელდება თვეების განმავლობაში.
„კოვიდი არ არის მხოლოდ ფილტვების ინფექცია, რომელიც ბევრს ჰგონია, ეს მულტისისტემური ინფექციაა, რაც ნიშნავს იმას, რომ ეს ვირუსი ჩვენს ორგანიზმში მრავლდება,“- ამბობს ღოღობერიძე.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
🔵„22 დეკემბერს სიფრთხილით უნდა დაველოდოთ“ - ვანგას წინასწარმეტყველება პანდემიის დასასრულზე