„ჩცდ-ს მსახიობი, ნანუკა გულუას ახლობელი ადამიანი გარდაეცვალა.
მსახიობი გარდაცვლილ მეგობარს ემშვიდობება და სოციალურ ქსელში ემოციურ სტატუსს აქვეყნებს.
„მე რომ პატარა ვიყავი, თემო და თამუნა ახალწამოჩიტულ ასაკში იყვნენ, ისინი მეგონა სილამაზის მეტრი... ყველას ვეუბნებოდი მათი მამიდა ვართ-ქო და არანორმალურად ვამაყობდი ...
თემო მეუბნებოდა შენ რომ მოკვდები ჩემი შვილები იტყვიან მამაჩემის მამიდა მოკვდაო და ვინ დაგიტირებსო... სულ ხალისიანი იყო და თავისი აშხვართული ტანით და თეთრი კბილებით ბიჭი არ სჯობდა ... თაკოს საპატარძლო კაბას რომ ვუკერავდი თან ვლოცულობდი თემოს არ მოვეკალი... ქორწილში თემო რჩება თუ მიდისო ვხორხოცებდით ყველა...
გაბედავების სახლში რომ კარი არ იკეტებოდა და სულ სავსე იყო, სულ სიცილ-კისკისი რომ გამოდიოდა, მანანა 60 თავ საჭმელს ბედნიერი რომ აკეთებდა... როგორ გაჩერდა ჩემს დიდ ოჯახში ცხოვრება უშენოდ... როგორ გაშავთეთრდა .... ისე როგორ მიდიხარ რომ ვერ გაკოცე და ვერ ჩაგეხუტე...გული გამისკდება ამაზე ფიქრით!“- წერს ნანუკა გულუა.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ტრაგედია ნიჟარაძეების ოჯახში და სკანდალებით მოცული სოფო ნიჟარაძის პირადი