დღეს, 27 ივლისს საქართველოში კორონავირუსის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა. ინფიცირებულთა ლაბორატორიულად გამოვლენილმა რაოდენობამ 3666 მიაღწია. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს რეკომენდაციებით მიმართა.
მისი თქმით კიდევ უფრო უნდა გამკაცრდეს ქორწილების, ქელეხებისა და ხალხმრავალი ღონისძიებების გამართვა, გამყრელიძე აგრეთვე ითხოვს, რომ მობილიზდეს სასტუმროები რადგან მოხდეს ინფიცირებულთან კონტაქტში მყოფი პირების იზოლაცია. მისივე თქმით, აუცილებელია ღია სივრცეშიც კი სადაც 5 ადამიანი მოქალაქემ ატაროს პირბადე.
გამყრელიძემ ხაზი გაუსვა რომ ამ ეტაპზე მკაცრი რეკომენდაციები არ განიხილება.
„ცეცხლს ვეთამაშებით, ქორწილში წასვლის მაგივრად უნდა წახვიდეთ და აიცრათ“, - განაცხადა გამყრელიძემ.