საინფორმაციო გვერდის „მსოფლიო საეკლესიო სიახლენის“ ცნობით, ცნობილი ქართველი მგალობელი ლია სალაყაია კორონავირუსს ემსხვერპლა.
„რამდენიმეკვირიანი უშედეგო მკურნალობის შემდეგ კორონავირუსული ინფექციის მძიმე ფორმით გარდაიცვალა ცნობილი ქართველი მუსიკოსი, ქართული ხალხური და საეკლესიო მუსიკის კორიფე ქალბატონი ლია სალაყაია", - აღნიშნულია ინფორმაციაში.