Digest Logo

„თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს“ - ბიძინა კულუმბეგოვის მიმართვა

1628151047
ინფექციონისტი, ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის თქმით, ქვეყანა ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა და შემთხვევების მატებას სამედიცინო სექტორი ვეღარ გაუძლებს.

„ვაქცინაციის პროცესი, რადგანაც სრული იმუნიზაციის დასრულებამდე მოითხოვს თვე-ნახევარს, თითქმის თვეზე მეტ პერიოდს, მიმაჩნია, რომ სახელმწიფოს მაინც მოუწევს შეზღუდვების შემოღება. რაციონალური შეზღუდვები აუცილებლად შემოსაღებია. ჩვენ არ ვამბობთ ტოტალური ლოკდაუნის გამოცხადებას და ყველაფრის დაკეტვას, როგორც იყო 2020 წლის გაზაფხულზე.

თუ ეს იქნება დროზე გაკეთებული, ამით გადავარჩენთ ჩვენ ბევრი ადამიანის სიცოცხლეს, იმიტომ რომ ჩვენ ახლა ჰუმანიტარულ კატასტროფას, რომ სახლში დაიღუპონ ადამიანები, სამედიცინო სერვისი მათ ვერ მიიღონ - ამის ზღვარზეა ქვეყანა. შეიძლება 10 დღე 2 კვირა თუ შემთხვევები გაიზარდა გაუძლოს, მაგრამ მეტს ვერ გაუძლებს ეს ქვეყანა," - აცხადებს ბიძინა კულუმბეგოვი.

დღეს ქვეყანაში 3670 შემთხვევა გამოვლინდა, ინფექციას კიდევ 38 პაციენტი ემსხვერპლა.