ქვეყანაში ე.წ. ბრიტანული და ინდური შტამების ცირკულირების ფონზე, ეპიდსიტუაცია ნელი ტემპებით სტაბილურდება. თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, რეგულაციების მოხსნა სწორია, თუმცა - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობა დარჩენილ რეკომენდაციებს ზედმიწევნით შეასრულებს.
„ეპიდსიტუაცია არ არის წყნარი და უსაფრთხო. თუ შეზღუდვების შემსუბუქებას სწორად არ მივუდგებით და არ გამოვიყენებთ, შესაძლოა, ამან უკან დაბრუნება და შემთხვევების ზრდა გამოიწვიოს. ვიდრე ვაქცინაცია არ შევა ძალაში, რასაც, დაახლოებით, სამი თვე დასჭირდება, თავი შევიკავოთ ხალხმრავალი ქორწილებისგან და გართობისგან. სამი თვე, ცხოვრებაში, გადამწყვეტი არაა და ამ სამ თვეში, წესების არდაცვამ, შესაძლებელია, ერთი წლით დაგვაბრუნოს უკან“, - აღნიშნავს ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები - რა მოპარეს ნათია ფანჯიკიძეს?
ძროხამ პატრონს თივაში დამალული 9 ათასი ლარი შეუჭამა - რა მოხდა მუხრანში?