გერმანიის ვაქცინაციის კომისიის ახალი კვლევის თანახმად, ვაქცინების კომბინაცია (AstraZeneca+Biontech ან AstraZeneca + Moderna) ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა ვიდრე მხოლოდ AstraZenecas ორი აცრა - ამის შესახებ ინფორმაციას გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი თამარ ჟამურაშვილი აქვეყნებს.
მისი თქმით, ინტერვალი ორ დოზას შორის მინიმუმ 4 კვირა უნდა იყოს. ამასთან მედიკოსი აცხადებს, რომ სინოფარმ/სინოვაკის და mRNA-ვაქცინების კომბინაციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.
„ვაქცინაციის ჰეტეროგენული სქემა.
გერმანიის ვაქცინაციის კომისიის (STIKO) მიერ გუშინ გამოიცა ახალი დადგენილება ვექტორული და mRNA ვაქცინების კომბინაციის შესახებ.
კვლევების მიხედვით ვაქცინების კომბინაცია (AstraZeneca+Biontech ან AstraZeneca + Moderna) ბევრად უფრო კარგ შედეგს იძლევა ვიდრე მხოლოდ AstraZenecas ორი აცრა.
დღეიდან გერმანიის მასშტაბით პაციენტებს, ვისაც პირველი აცრა ასტრა-ზენეკას ვაქცინით აქვთ გაკეთებული, ასაკის განურჩევლად, მეორე დოზა ან ფაიზერის ან მოდერნას ვაქცინა გაუკეთდებათ.
ინტერვალი ორ დოზას შორის მინიმუმ 4 კვირა უნდა იყოს, მაგრამ დელტა-ვარიანტის სწრაფი გავრცელების გამო არც ისე ხანგრძლივი.
P.S.: სინოფარმ/სინოვაკის და mRNA-ვაქცინების კომბინაციის შესახებ ინფორმაცია არ არსებობს.“