პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის ლევან რატიანის ახლო მეგობარი, მარკეტინგის სპეციალისტი გიორგი ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და წერს, რომ ის და ლევან რატიანი კოვიდმოხდილები არიან.
„უკვე ორივე კოვიდმოხდილები ვართ. დღეიდან გარეთ ვარ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის და გვერდით დგომისთვის, კოვიდა დასრულებულია, გართულებების გარეშე!
მოგვიანებით მოგიყვებით ჩვენი კლასტერის 12-დღიან სახალისო იზოლაციის ამბავს!“ – დაწერა გიორგი ჟორჟოლიანმა სოციალურ ქსელში.
„დაიჯესტი“ დამატებითი დეტალების გარკვევას თავად ლევან რატიანთან ცდილობს.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ:
შაბათ-კვირას გადაადგილების შეზღუდვა არ იმოქმედებს
24 ნოემბრიდან 7 დეკემბრამდე სრული ლოქდაუნი იგეგმება? - გეგმა, რომელზეც მსჯელობენ