Digest Logo

„უნდა ავცრათ 12 წლის ზემოთ რისკჯგუფში მყოფი ბავშვები...“ - მიქელაძე

1630587636
პედიატრი თემურ მიქელაძე

ცნობილი პედიატრი თემურ მიქელაძემ ბავშვებში კოვიდის მიმდინარეობაზე ისაუბრა. მან ასევე გასცა საინტერესო რეკომენდაციებიც. მიქელაძე ამბობს, რომ ორგანოგადანერგილი, თირკმლის ქრონიკული უკმარისობის მქონე და გულის თანდაყოლილი მანკიანი ბავშვები უნდა აიცრან.

„ჩემი რეკომენდაციაც იქნება, რომ პირველ რიგში, უნდა ავცრათ 12 წლის ზემოთ რისკ ჯგუფში მყოფი ბავშვები, რომელთათვისაც კორონავირუსი შეიძლება, ფატალურად დასრულდეს… მთავარი პრიორიტეტი ჩვენთვის ეს უნდა იყოს.

ამ ჯგუფში შეიძლება მოხვდნენ ბავშვები, რომელთაც სხვადასხვა პათოლოგია აქვთ თანდაყოლილი, ორგანოგადანერგილი ბავშვები, თირკმლის ქრონიკული უკმარისობით, გულის თანდაყოლილი მანკით, შაქრიანი დიაბეტის მქონე…

არის ცალკე გამოყოფილი რისკჯგუფები და ჩვენ რეკომენდაციას მივცემთ მშობლებს, მაგრამ ვაქცინაცია არ იქნება დაძალებით და სავალდებულო.

აქამდე უნდა იმსჯელოს იმუნიზაციის საბჭომ, მანამდე კი ჰქონდეს მკაცრი საერთაშორისო მარეგულირებლის ნებართვა…“, - აცხადებს მიქელაძე „ტვ პირველის“ ეთერში.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🔵თემურ მიქელაძის მოსაზრებით, აქ არსებულ ვაქცინებს შორის, უპირატესობა „ფაიზერს“ მიენიჭება.

🔵„სამართლის მთქმელი, ამ სექტისთვის არის მიუღებელი“- ფხაკაძე

🔵„ვერ ვიჯერებ იმას, რაც ახლა, ამ წუთებში ხდება" - ნიკოლოზ რაჭველის ემოციური პოსტი