უნდა მიიღოს თუ არა კოვიდინფიცირებულმა ანტიბიოტიკი, ამის შესახებ ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი „იმედის დილაში“ საუბრობს.
„ანტიბიოტიკი არ არის ვირუსის წინააღმდეგ. კორონავირუსი არის ვირუსი და მასზე ანტიბიოტიკი არ მოქმედებს. არის სიტუაციები, როდესაც კოვიდს დაერთვება სხვა ინფექცია, რომელიმე ბაქტერიითაა გამოწვეული და ამ დროს შეიძლება ექიმმა გადაწყვიტოს, რომ ანტიბიოტიკი საჭიროა.განსაკუთრებით ხშირად, ადამიანები ანტიბიოტიკის მიღებას მოითხოვენ, როდესაც მაღალი სიცხე აქვთ - ეს ყველაზე დიდი შეცდომაა. კოვიდისთვის ჩვეულებრივი სიმპტომია მაღალი სიცხე, რომელიც შეიძლება დღეების განმავლობაში გაგრძელდეს, მაგრამ ესეც არ ნიშნავს, რომ ადამიანს ანტიბიოტიკი სჭირდება. სიცხე რაღაც დროის შემდეგ თავისით გაივლის და ადამიანები ამას აბრალებენ ანტიბიოტიკს. ჩვენ მეორე დიდი პრობლემის წინაშე ვდგავართ. ეს პრობლემა კორონამდეც იყო და კორონას შემდეგ უფრო გამწვავდა - დადგება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტობის კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობა“, - განაცხადა მაია ბუწაშვილმა.
🔘აგრეთვე წაიკითხეთ: