Digest Logo

„მე მაქვს ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და „ომიკრონი“ ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფაა, ვფიქ­რო, რომ ერ­თა­დერ­თი რა­მაც და­მიც­ვა, ვაქ­ცი­ნაა“ - რას ჰყვება ინგა გრიგოლია

1642261162
ინგა გრიგოლია

ცნობილი ჟურნალისტი და ტე­ლე­წამ­ყვა­ნი ინგა გრი­გო­ლია კორონავირუსის „ომიკრონის” შტამით არის ინფიცირებული.

ამის შესახებ გრიგოლიამ „ტვ პირ­ვე­ლის” ეთერ­ში ისა­უბ­რა და აღნიშნა, რომ ის აც­რამ დაიც­ვა.

„ეს არ არის მარ­ტი­ვი ვირუ­სი. ამ წუ­თამ­დე არ ვიცი, ვის­გან გა­და­მე­დო ვირუ­სი. რო­გორც ჩანს, შემ­თხვე­ვით მო­მენ­ტი იყო, რომ გა­და­მე­დო. ერთი ვიცი ზუს­ტად, რომ მე რომ აც­რი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი გა­მო­რი­ცხუ­ლი იყო აქ პირ­და­პირ ეთერ­ში ჩარ­თვა მო­მე­ხერ­ხე­ბი­ნა. მე მაქვს ფილ­ტვებ­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბი და ვირუ­სი ჩემ­თვის კა­ტას­ტრო­ფაა.

ვფიქ­რო, რომ „ომიკ­რო­ნის” დროს ერ­თა­დერ­თი რა­მაც და­მიც­ვა, ვაქ­ცი­ნაა. გუ­შინ გა­და­ვი­ღე კატე და აღ­მოჩ­ნდა, რომ და­ზი­ა­ნე­ბა არ მაქვს. ექი­მებ­მაც მი­თხრეს, რომ რომ მე რომ ორგზის აც­რი­ლი არ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი, აქ ჩარ­თვას ვერ მო­ვა­ხერ­ხებ­დი. რო­გორც გი­თხა­რით, მე მაქვს “ომიკ­რო­ნი”. თა­ვი­დან რომ გა­ვი­გე, სა­ო­ცარ­მა პა­ნი­კამ ამი­ტა­ნა, თუმ­ცა სი­ტუ­ა­ცი­ას სულ ვა­კონ­ტრო­ლებ“ - ამბობს გრიგოლია.

🔘აგრეთვე წაიკითხეთ:

🔵„მასობრივი ვაქცინაცია უდიდესი შეცდომაა… შეიქმნება ისეთი შტამი, რომელსაც ვაქცინა ვეღარ მოერევა“ - გიორგი კანდელაკის საგანგაშო პროგნოზი

🔵VIDEO: სანამ ნახავს და წამაშლევინებს არ შემიძლია არ მოგიყვეთ - ხატია შამუგია ეკატერინე ტიკარაძის ვიდეოს აქვეყნებს

🔵„იტალია სავარაუდოდ ესპანეთის მსგავსად „კოვიდ19“-თან ბრძოლის სტრატეგიას შეიცვლის“ - დოდუკა ბრატულიჩი

🔵„თუ ადამიანს გადატანილი აქვს „ალფა“, „ბეტა“ თუ „დელტა“ ვარიანტი, შეიძლება დაავადების დასრულებიდან მეორე დღეს 50% ჰქონდეს რიკი იმისა, რომ შეხვდეს „ომიკრონი“ - კულუმბეგოვი

🔵„ეს რაებს კადრულობთ რეზო ამაშუკელზე, ეს რას უშვებთ თქვენი ბინძური პირებიდან“ - რას წერს ნინო ჯღარკავა