Digest Logo

„ვაქცინა სულ რამდენიმე დღე რჩება ორგანიზმში, არავითარი გავლენა გრძელვადიან პერიოდში მას არ აქვს,“ - ბიძინა კულუმბეგოვი

1631448154
ბიძინა ____ კულუმბეგოვი

​ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა ვაქცინასთან დაკავშირებული ის მოსაზრებები განიხილა, რომლებიც აცრის პროცესს აფერხებს. მან მოსახლეობას განუმარტა, რომ ვაქცინას ორგანიზმზე გრძელვადიანი ნეგატიური ზეგავლენის მოხდენა არ შეუძლია:

„ნებისმიერი მედიკამენტი დროის რაღაც მონაკვეთში რჩება ორგანიზმში და შემდეგ ის ორგანიზმს ტოვებს. ვაქცინებიც არის ზუსტად ასე. ისინი სულ რამდენიმე დღე რჩებიან ადამიანის ორგანიზმში, მაგრამ ძალიან დიდხანს ტოვებენ კვალს. ​ეს კვალი არის ვაქცინისგან გამომუშავებული იმუნიტეტი. არავითარი გავლენა გრძელვადიანი ზემოქმედებით ვაქცინებს არ გააჩნიათ. ვაქცინები არ მოქმედებს არც მდედრობითი სქესის და არც მამრობითი სქესის განაყოფიერების ფუნქციაზე. ზოგიერთი კვლევა აჩვენებს, რომ შეიძლება ვაქცინას პოზიტიური გავლენაც კი ჰქონდეს. ამ საკითხთან დაკავშირებით არავის არ უნდა ეშინოდეს,“ - განაცხადა კულუმბეგოვმა ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემაში „ჯანმრთელობის ფორმულა“.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

„მამა, კიდევ დიდხანს გვჭირდები“... - გია ბაღაშვილი

დარწმუნებით შეიძლება, ითქვას, რომ კორონავირუსის მეოთხე ტალღის პიკმა გადაიარა - ჩხაიძე

„განადგურებულები ვართ მთელი სამსახური“ - „ომი უხილავ მტერთან“ გრძელდება