პაციენტი რომელმაც ვაქცინაცია გაიკეთა, მისი მდგომარეობა დამძიმდა და მართვით სუნთქვაზე გადაიყვანეს.
tv9news.ge- ავრცელებს კადრებს, რომელიც გადაღებულია ექთნის ვაქცინაციის შემდეგ.
ინტერვიუში ის ამბობდა, რომ თავს კარგად გრძნობდა და ვაქცინაცია აუცილებელი იყო.
კლინიკა „იმედის“ ექთანს მეგი ბაქრაძეს აცრამდე ტემპერატურა გაუზომეს და „ასტრაზენეკას“ ვაქცინა ამის შემდეგ გაუკეთეს. მოგვიანებით კი ახალგაზრდა ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმდა. პაციენტი რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული.
კლინიკა „იმედის“ დირექტორი დავით მაისურაძე აღნიშნავს, რომ პაციენტი დაახლოებით 2-3 საათია რაც კომაშია და დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან 30 წუთში დამძიმდა მდგომარეობა.
„სავარაუდოდ კატასტროფის ცენტრის ბრიგადა არის გამოძახებული,მას გადმოიყვანენ თბილისში. დაახლოებით 2-3 საათია პაციენტი კომაში იმყოფება, ჩემთვის როგორც ცნობილია, მას არ ჰქონდა რაიმე თანმდევი დაავადება.
დაუზუსტებელი ინფორმაციით, ვაქცინის მიღებიდან 30 წუთში დამძიმდა მდგომარეობა, ეს ერთადერთი პაციენტია, რომელსაც მსგავსი შემთხვევა განუვითარდა“- „აცხადებს“ კლინიკა იმედის დირექტორი.