ჯანდაცვის დამოუკიდებელი ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და ამბობს, რომ დღეს ქართველი ანტივაქსერის ვიდეო ჩაუგდეს.
„ამ ანტივაქსერების უაზრო საუბარი არ მესმის. დღეს მე ქართველი ანტივაქსერის ვიდეო ჩამიგდეს და უფრო რადიკალური ვხვდები ასეთ დროს. მე ვუყურებ მათ მავნებლურ ქმედებას, როგორ მანიპულაციას აკეთებენ რელიგიაზე, ადამიანის ცნობიერებაზე, შიშებზე, ეს არასწორია. ერთ მამაოს მოვუსმინე, რომელიც აიცრა, ასეთებს მოუსმინეთ და ვინც იცის თავის საქმე. ასეთ სასულიერო პირებს მოვუსმინოთ რა, იმ ადამიანებს მოვუსმინოთ, ვინც იცის თავისი საქმე და არა შარლატანებს“,- ამბობს გიორგი ფხაკაძე.
აგრეთვე დაგაინტერესებთ👇
🔵 „რეგიონში რიგი დადგა აცრაზე და ეუბნებიან, ვითომ წინასწარი კვლევებია საჭირო“ - ექიმი