საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა, რომ აქციებზე აუცილებელია დავიცვათ ქვეყანაში არსებული რეგულაციები.
„ვირუსმა არ იცის აქცია და სხვა ტიპის შეხვედრა. აუცილებელია, მოქალაქეებმა დაიცვან ეპიდემიოლოგების მიერ გაცემული რჩევები, ატარონ პირბადე და დაიცვან დისტანცია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ერთმანეთის ჯანმრთელობა“,- ამბობს გამყრელიძე.
⚪ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
საქართველოში რესტორნები 22:00 საათიდან აღარ იმუშავებენ
ქალაქების სია, სადაც სწავლება დისტანცურ რეჟიმში გაგრძელდება