Digest Logo

10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თევზები

1610738066
თევზები ჰოროსკოპი

მათი სიყვარული რთულია, მაგრამ არ გიყვარდეს შეუძლებელია. თქვენ ნამდვილად გაგიმართლად თუ გვერდით ზოდიაქოს ბოლო ნიშანი თევზი გყავთ.

მაშ ასე, გთავაზობთ 10 მიზეზი თუ რატომ უნდა გიყვარდეს თევზები:

თევზები უფრო ლოგიკაზე არიან ორიენტირებულები და არა ემოციებზე. სანამ რამე გააკეთებენ კარგად უფიქრდებიან. თუმცა მათ ცხოვრებაშიც დგება ის დღე, როდესაც იმპულსურად იღებენ გადაწყვეტილებას.

ყოველთვის ახლის ძიებაში არიან. უყვართ თავგადასავლები და განსაკუთრებით ბედნიერები არიან თუ იპოვეს ისეთი ადამიანი, ვინც მათსავით იმოგზაურებს სიახლეების სამყაროში.

თევზები მგრძნობიარეები არიან. არაერთხელ ნახავ მათ, რომელიმე თინეიჯერული მელოდრამის ყურებისას ატირებულს. მათ არ შეუძლიათ შენსავით გვერდით ჩაუარონ რომელიმე უსახლკაროს და ხურდით მაინც არ დაეხმარონ.

იმდენად არიან თავიანთ გამოგონილ სამყაროში გადართულები უჭირთ რეალობისა და ფანტაზიის გარჩევა.

სხვის პრობლემებს უფრო განიცდიან ვიდრე საკუთარს. არ ვიცი ცუდია თუ კარგი, მაგრამ ვერასოდეს იცლიან საკუთარი ცხოვრების დალაგებისთვის. გარშემო ხომ ამდენია დამიანის პრობლემაა, სად სცალიათ საკუთარისთის.

ის მეტოქეობას არ გაგიწევთ - თევზ ქალს არ სჭირდება პარტნიორი რაიმე კუთხით თავის კონკურენტად აღიქვას და მისი მეტოქე გახდეს, ის ყველაზე სასიამოვნო პარტნიორი და მეგობარი იქნება ვინც კი აქამდე გყოლიათ. თევზებს არ უყვართ ემოციური სცენები, კონფლიქტები და ურთიერთობის გულისტკენით დასრულება.

ძალიან უყვართ, როცა საკუთარ თავზე უყვები. ამიტომ, როცა გთხოვს რაიმეს მოყოლას არ დაიზარო. რა ქნას, მართლა აინტერესებს ყველაფერი.

ყველასთან მეგობრობა შეუძლიათ. ალბათ იმიტომ, რომ ყოველთვის საუკეთესოს ეძებენ ადამიანებში. სხვათაშორის კარგი ადვოკატები არიან. მათი დევიზია: ნუ დაადანაშაულებ ვინმეს, ფაქტებისა და სამხილების გარეშე.

მანამ, სანამ რამეზე შენიშვნას მისცემ, თუნდაც იმაზე, რომ ბევრს ლაპარაკობს, კარგად დაფიქრდი! შეიძლება იმაზე მეტად ეწყინოს, ვიდრე შენ გეგონა.

ისინი ერთი შეხედვისთანავე ხვდებიან როგორი ადამიანი დგას მათ წინ.