რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
ხელსაყრელი დღეა. საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან და სამთავრობო უწყებებთან ურთიერთობა წარმატებული და შედეგიანი იქნება. იზრდება ინტუიცია და ადამიანების დარწმუნების უნარი. ვარსკვლავები წინა კვირის იდეებისა და გეგმების განხორციელებაში დაგეხმარებიან. ვერძი ქალების სასიცოცხლო პოტენციალი მაღალ დონეზეა. თქვენი გამძლეობა და ოპტიმიზმი დადებით შედეგებს მოიტანს.
კურო
თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ დაგეგმილი საქმე ფრთხილად უნდა განახორციელოთ. ერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოების თავშეყრის ადგილებს. ეს დღე დევნასა და თვალთვალთან ასოცირდება. გამორიცხული არ არის დაპირისპირება გარშემომყოფ პირებთან, მაგალითად, მეზობლებთან. ეცადეთ, ისეთი მოთმინება და გამძლეობა გამოავლინოთ, როგორც არასდროს.
ტყუპები
ამ დღიდან თქვენი აურა ძლიერდება, იზრდება საქმიანი უნარები და პიროვნული ხიბლი. მერკურის რეგრესული მოძრაობა კომერციული ტიპის გარიგებებში მოსალოდნელი მოტყუების შესახებ გაფრთხილებთ. გირჩევთ, მსხვილი შესყიდვები სხვა დროისთვის გადადოთ. ასევე, ეცადეთ, თავიდან აიცილოთ ხალხმრავალ ადგილებში ვიზიტები. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ ყურადღებით დაგეგმეთ მომავალი საქმეები.
კირჩხიბი
ამ დღეს გარე გარემოსთან სასტიკი შეტაკებები გელით. უფრო მეტად, ვიდრე ოდესმე, მოთმინება და გამძლეობა გმართებთ. თუნდაც საქმე არ გამოდიოდეს, ზედმეტად ნერვიულობა კიდევ უფრო ხელს შეგიშლით. ეცადეთ, დამშვიდდეთ და ყურადღება ბავშვებზე გადაიტანოთ - მათ თქვენი მხარდაჭერა ესაჭიროებათ.
ლომი
არ არის გამორიცხული, რომ ამ დღეს წარმატებით შეძლოთ სასიყვარულო პრობლემის მოგვარება. გარემოებების ხელსაყრელი განვითარება და მოქმედების გონივრული სტრატეგია მამაკაცებს ნებისმიერი სირთულის გადალახვაში დაეხმარება. შესაძლოა, მოვლენების მოულოდნელმა შემობრუნებამ პრობლემები შეგიქმნათ. გაითვალისწინეთ, რომ საყოფაცხოვრებო საქმეებისთვის დამატებით ხარჯის გაწევა დაგჭირდებათ.
ქალწული
გირჩევთ, კოლეგების მოქმედებებს ყურადღებით დააკვირდეთ და ბრმად არ ენდოთ. ეცადეთ, საკუთარი თავი აკონტროლოთ და ნაჩქარევი, დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. სავარაუდოდ, დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რომ მიღწეული პოზიცია შეინარჩუნოთ.
სასწორი
გაითვალისწინეთ, რომ ამბიციურობამ, აგრესიულობამ, სიტუაციის არასწორმა შეფასებამ ან დაუფიქრებელმა დაპირებებმა შეიძლება, პირად ცხოვრებაში გართულებები გამოიწვიოს. ნუ მოდუნდებით და მეორეხარისხოვან საკითხებზე დროს ნუ დაკარგავთ. გახსოვდეთ, რომ ახლა დაკარგულს მომავალში რთულად დაიბრუნებთ. საინტერესო, დასამახსოვრებელი შეხვედრა გელით. საღამო ხელსაყრელია ჰარმონიული ცოლქმრული ურთიერთობებისთვის.
მორიელი
ამ დღეს ენერგიით და ენთუზიაზმით სავსე ხართ. მორიელ ქალებს დიდი სიყვარული ან უზარმაზარი სკანდალი ელით. გირჩევთ, ემოციები აკონტროლოთ, რადგან თქვენი ბობოქარი ვნება შეიძლება აგრესიაში გადაიზარდოს. ეცადეთ, დასვენების ან საყვარელი საქმისთვის დრო გამონახოთ.
მშვილდოსანი
ჯანმრთელობისთვის არახელსაყრელი დღეა. ეცადეთ ხალხმრავალ ადგილებს ერიდოთ და საზოგადოებრივ ადგილებში არ იაროთ. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ მომავალი საქმეები ყურადღებით უნდა დაგეგმოთ.
თხის რქა
გირჩევთ, ეს დღე კულტურულ დასვენებას დაუთმოთ. თეატრში ან კონცერტზე წასვლა და მეგობრების ვიზიტი საშუალებას მოგცემთ, გაერთოთ და საკუთარი ნიჭი გამოავლინოთ. პირად ცხოვრებაში შესაძლებელია მოვლენების მოულოდნელი შემობრუნება თქვენ სასარგებლოდ.
მერწყული
შესაძლებელია, მოულოდნელად წარმოქმნილი პრობლემების გამო ფინანსური დახმარება დაგჭირდეთ. ნუ მოგერიდებათ, რომ დახმარებისთვის ახლობელ ადამიანებს მიმართოთ. უახლოეს მომავალში სიტუაცია უკეთესობისკენ შეიცვლება, თუ აზრების მოკრებას და პრობლემების მოგვარებას შეძლებთ.
თევზები
ამ დღეს გონების მოკრებას და სამყაროს ახლებურად დანახვას შეძლებთ. სასურველია ყოველდღიური ცხოვრების რეორგანიზაცია, საცხოვრებელი ადგილის და გარემოს შეცვლა. მოვლენების შემდგომი განვითარება თქვენგან სიფრთხილეს და წინდახედულებას მოითხოვს.