Digest Logo

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1626553613
18 ნოემბრის პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ეს დღე თავდაცვის, პოზიციების გაძლიერების და ცვლილებების ნიშნით ჩაივლის. მზად იყავით საკუთარი ცხოვრებისეული პრინციპების დასაცავად. მეტი უნდა იაქტიუროთ, რათა მოვლენების მსვლელობა თქვენს სასარგებლოდ შეიცვალოს. ხელსაყრელი დღეა ვაჭრობისა და ბიზნესის სფეროში დასაქმებული ვერძი მამაკაცებისთვის. ამ დღეს დადებული სავაჭრო გარიგებები და ხელშეკრულებები მოგებიანი იქნება. ვერძი ქალებს ხანმოკლე გატაცება ელით. კარგი დღეა მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობებისა და სექსუალური კონტაქტებისთვის.

კურო

ყოველმხრივ კარგი დღეა. სამსახურში საქმეს სიამოვნებით აკეთებთ, რაც უფროსებს ან ბიზნესპარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. კარგი დღეა საქმის დასრულების, განვლილი გზის შეფასების და ახლობლებთან ურთიერთობისთვის.

ტყუპები

ამ დღეს ახალი, საინტერესო ნაცნობობა გელით, რომელიც შეიძლება საქმიანი ურთიერთობიდან სიყვარულამდე გადაიზარდონ. თქვენი შრომისმოყვარეობა და მონდომება უფროსებს და ბიზნესპარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისა და განვლილი გზის გაანალიზებისთვის. მოსალოდნელია წარმატება პროფესიული საქმიანობის სფეროში.

კირჩხიბი

ამ დღეს ყველაზე მოსაწყენი, რუტინული სამუშაო გელით, თუმცა გარიგებები მოგებას მოგიტანთ. სავარაუდოდ, კეთილგანწყობილი ადამიანების მხრიდან დახმარებას მიიღებთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია პრობლემები. ეცადეთ საქმე, კონფლიქტამდე არ მიიყვანოთ.

ლომი

ლომებისთვის, რომლებიც კომერციულ საქმიანობას ეწევიან, არახელსაყრელი დღეა. სასიცოცხლო პოტენციალი ძალიან დაბალ დონეზეა, ამიტომ პარტნიორებთან ან უფროსებთან კონტაქტი რთული იქნება. ნებისმიერი საქმე მნიშვნელოვან ძალისხმევას მოითხოვს, თუმცა შედეგები მოილოდინს არ გაამართლებს. ეცადეთ, პროვოკაციებს არ აჰყვეთ - გარშემომყოფ ადამიანებთან მოსალოდნელია გაუგებრობა.

ქალწული

ვარსკვლავები გირჩევენ, რომ უფრო აქტიურად დაიცვათ საკუთარი ინტერესები, წინააღმდეგ შემთხვევაში შესაძლოა, მოვლენები თქვენთვის არასახარბიელოდ განვითარდეს. ქალებს ახალი, ხანმოკლე გატაცება ელით, რამაც შეიძლება, პირად ცხოვრებაში ცვლილებები გამოიწვიოს.

სასწორი

არახელსაყრელი დღეა საქმიანი შეხვედრების, გარიგებებისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისთვის. გამორიცხული არ უცხო ადამიანების მხრიდან უარყოფითი გავლენა, მუშაობის დროს შეცდომები, პარტნიორის არასწორი შეფასება დ ახლობლებთან ჩხუბი. გირჩევთ, სხვების რჩევაზე მეტად, საკუთარ ინტუიციას ენდოთ. ამ დღეს საკუთარ თავს მხოლოდ თავად შეგიძლიათ დაეხმაროთ.

მორიელი

ხელსაყრელი დღეა სასურველის მისაღწევად. გირჩევთ, წვრილმანების გამო ნაკლებად ინერვიულოთ. თუ უსამართლო დამოკიდებულება და უხეშობა გტანჯავთ, უარი თქვით თქვენთვის უსიამოვნო ადამიანებთან ურთიერთობაზე. ეცადეთ, პრობლემებს ფილოსოფიურად მიუდგეთ და სიმშვიდე შეინარჩინოთ.

მშვილდოსანი

საშიში და დაძაბული დღეა. მშვილდოსნების უმეტესობა შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა შეაწუხოს, ამიტომ ექიმს დროულად უნდა მიმართოთ. გაითვალისწინეთ, რომ ავადმყოფობის შედეგები შეიძლება, ყველაზე არაპროგნოზირებადი იყოს.

თხის რქა

სავარაუდოდ, თხის რქა ქალებს ახალი, მოკლევადიანი გატაცება ელით, თუმცა პირად ცხოვრებაში ცვლილებები მოსალოდნელი არაა. თხის რქა მამაკაცებს აქტიურად მოუწევთ ცხოვრებისეული პრინციპების და შეხედულებების დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მოვლენების მსვლელობა შეიძლება მათ საზიანოდ შეიცვალოს.

მერწყული

ეს დღე აღინიშნება ინტუიციის ზრდით. გამორიცხული არ არის, რომ საკუთარ თავში წინასწარმეტყველების ნიჭი აღმოაჩინოთ. თუ თანამშრომლობის შეთავაზება მიიღეთ, დაუფიქრებლად დათანხმდით. სავარაუდოდ, ამ საქმიდან დიდი შემოსავალი გელით.

თევზები

ეს დღე სავსეა ურთიერთსაწინააღმდეგო მოვლენებით. მათი ერთი ნაწილი თქვენს აქტიურ საქმიანობას უკავშირდება, ხოლო მეორე - უშუალო გარემოცვის პასიურ მონაწილეობას. უმჯობესია, კონცენტრირება მხოლოდ ერთ პრობლემაზე მოახდინოთ და დამოუკიდებლად იმოქმედოთ, ვიდრე საკუთარი მოქმედებები ყველასთან შეათანხმოთ.