რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 აგვისტოს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
იმედგაცრუების დღეა. სამწუხაროდ, კეთილდღეობის გაუმჯობესებისკენ მიმართული ქმედებები მნიშვნელოვან შედეგებს არ მოგიტანთ. ვარსკვლავები გაფრთხილებენ, რომ ფიზიკური აქტივობებს და ჯგუფურ ღონისძიებებს ერიდოთ. ოჯახურ ურთიერთობებში მოსალოდნელია სირთულეები და პარტნიორებთან უთანხმოება. ეცადეთ წყენა დაივიწყოთ და კომპრომისი მონახოთ. მამაკაცებს სასიყვარულო თავგადასავლის დასრულება ელით.
კურო
ამ დღეს ყველა საკითხი პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება - ეს შეიძლება ვალის აღება ან დაბრუნება, ახალი შემოსავლის ძებნა ან ახლო ნათესავების დახმარება იყოს. ახლობელ ადამიანთან პრობლემები გელით, მაგრამ თუ ფრთხილად და წინდახედულად იმოქმედებთ, ყველაფერი უსაფრთხოდ მოგვარდება. ახლა ყველაზე მეტად განმარტოება და სიმშვიდე გჭირდებათ. გამორიცხული არ არის ჯანმრთელობის მცირე გართულებები.
ტყუპები
ამ დღიდან იზრდება ინტუიცია და სასიცოცხლო პოტენციალი. ოჯახური ურთიერთობები გაუმჯობესდება, თუმცა მეზობლებთან ან შორეულ ნათესავებთან ურთიერთობებში პრობლემები გელით. ყველაფერი მოგვარდება, თუ შეგნებულად იმოქმედებთ. სასურველია მცირე ხნით განმარტოება და დამშვიდება. გირჩევთ საღამო სუფთა ჰაერზე გაატაროთ.
კირჩხიბი
გადაუჭრელი პრობლემები გამუდმებით თავს შეგახსენებთ და გადამჭრელი ზომების მიღებას გაიძულებთ. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გადაწყვეტილება ახლობელ ადამიანებს არ მოეწონებათ და შესაძლოა, საქმე კონფლიქტამდეც მივიდეს. დღის მეორე ნახევარში ეცადეთ ყურადღება საყვარელ საქმეზე გადაიტანოთ და პრობლემები ცოტა ხნით დაივიწყოთ.
ლომი
ხელსაყრელი დღე კოლექტიური ღონისძიებებისა და მეგობრებთან ერთად დასვენებისთვის. დღის პირველ ნახევარში სულიერი სიმშვიდე დ პარტნიორთან ჰარმონიული ურთიერთობა გელით. უსიამოვნო სიახლემ ან არაკეთილგანწყობილი ადამიანების ინტრიგებმა შეიძლება ვითარება თქვენს საზიანოდ შეცვალოს და ნერვული აშლილობა გამოიწვიოს.
ქალწული
ამ დღის ყველა პრობლემა პირდაპირ ან ირიბად ოჯახურ საქმეებს ან პირად პრობლემებს უკავშირდება. ყველაფერი თქვენთვის სასარგებლოდ დასრულდება თუ აუჩქარებლად იმოქმედებთ და მოსალოდნელ შედეგებს გათვლით. უსიამოვნო სიახლე ნერვიულ სტრესამდე მიგიყვანთ. მოსალოდნელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებული მცირე პრობლემები.
სასწორი
პატიების, მორალური განწმენდისა და ინფორმაციის მიღების დღეა, რომელიც არახელსაყრელია რისკთან დაკავშირებული ნებისმიერი საქმისთვის. ერიდეთ ფინანსური ოპერაციების განხორციელებას და საღამო ოჯახთან ერთად დასვენებას დაუთმეთ. სასურველია ცეცხლთან ახლოს ჯდომა ან სანთლის შუქზე სადილი.
მორიელი
ხელსაყრელი დღეა აქტიური საქმიანობისა და ახალი პროფესიის ათვისებისთვის. შესაძლებელია, თქვენმა გეგმებმა და იდეებმა გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მიიღონ. ამ დღეს თქვენი ნებისმიერი მცდელობა ფინანსური დახმარების მიღებაზე დაკმაყოფილდება. გამოიჩინეთ თავშეკავება და მოვლენებს ნუ დააჩქარებთ - მალე შესაძლებლობა მოგეცემათ, რომ ჩანაფიქრი განახორციელოთ.
მშვილდოსანი
მეზობლეთან ან შორეულ ნათესავებთან ურთიერთობაში მოსალოდნელია პრობლემები, თუმცა თქვენი ორატორული მონაცემებისა და ადამიანების დარწმუნების ნიჭის წყალობით, ყველაფერი უსაფრთხოდ მოგვარდება. საღამოს სასურველია განმარტოება. ახალი დღე ძველ პრობლემებს დაგავიწყებთ.
თხის რქა
ხელსაყრელი დღეა ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის, ახალი ნაცნობებისთვის, მოგზაურობისა და სტუმრების მიღებისთვის. მოულოდნელი ამბები გაიძულებთ შაბათ-კვირის ან მომავალი კვირის გეგმებს გადახედოთ. სიზმარში ჩხუბი კეთილდღეობის ნიშანია.
მერწყული
არახელსაყრელი დღეა კომერციული საქმიანობისა და ფინანსური ოპერაციებისთვის. ეცადეთ მოსალოდნელი ხარჯები და რეალური შემოსავალი ზუსტად გამოთვალოთ. ეს საკუთარი ფინანსების ეფექტურად მართვაში დაგეხმარებათ. მეგობრებისა და ახლობელი ადამიანების გამოცდილება პრობლემებს თავიდან აგაცილებთ.
თევზები
სავარაუდოდ, ამ დღეს პირადი პრობლემების მოგვარებას შეძლებთ, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე თევზი შეძლებს ოცნების ასრულებას, რომელიც მთელი ცხოვრების განმავლობაში არ გტოვებთ. ეიფორიას ნუ მიეცემით და ნაჩქარევი გადაწყვეტილების მიღებას ერიდეთ. მოსალოდნელია ძველი და ერთგული მეგობრების სტუმრობა, რაც უამრავ სასიამოვნო ემოციას გაჩუქებთ.