Digest Logo

19 სექტემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

1631995539
ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 სექტემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

გადადეთ ყველა მნიშვნელოვანი საქმე და უარი თქვით მძიმე ფიზიკურ შრომაზე. თქვენი ეგოიზმი და სხვათა აზრის უგულებელყოფა კოლეგებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას გაართულებს. სამსახურში შეცდომები იმედგაცრუებას გამოიწვევს. ეცადეთ მომხდარის რეალური შეფასება შეძლოთ. მოსალოდნელია კამათი შეყვარებულებს შორის ან გაუგებრობები ოჯახურ ურთიერთობებში.

კურო

ხელსაყრელი დღეა სუფთა ჰაერზე ვარჯიშისა და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობისთვის. უახლოეს დღეებში ფინანსური მდგომარეობის ცვლილება გელით. ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ ერთობლივ პროექტში მონაწილეობა შემოსავალს მოგიტანთ. პლანეტების კეთილგანწყობისა და პოზიტიური ტენდენციების მიუხედავად, სარისკო ოპერაციებს და ავანტიურებს უნდა მოერიდოთ. სიზმარში ელვა არასწორი არჩევანის ნიშანია.

ტყუპები

ტყუპ მამაკაცებს მძიმე დღე ელით. სავარაუდოდ, პრობლემები, რომლებსაც ამ დრომდე უმნიშვნელოდ მიიჩნევდით, კოლეგებთან ან საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას გაგირთულებთ. ეცადეთ მომხდარის რეალური და ობიექტური შეფასება შეძლოთ. სავარაუდოდ, საქმიანი შეხვედრა უშედეგოდ ჩაივლის და დროს ტყუილად დაკარგავთ. გირჩევთ, მიზნის მისაღწევად თანამოაზრეები შემოიკრიბოთ და გავლენიანი ადამიანების მხარდაჭერა მოიპოვოთ.

კირჩხიბი

ვარსკვლავები ვარაუდობენ, რომ დიდი ცვლილებები გელით. შესაძლოა, ერთობლივი პროექტი დაიწყოთ ადამიანთ, რომლის მიღწევებიც დიდი ხანია აღგაფრთოვანებთ. პლანეტების კეთილგანწყობა საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოვლენის საშუალებას მოგცემთ. გახსოვდეთ, რომ გეგმის განხორციელებას მხოლოდ გონივრულად შედგენილი გეგმისა და შრომისმოყვარეობის დახმარებით შეძლებთ. ბოლოს და ბოლოს, პირად ცხოვრებაში სიმშვიდე და სტაბილურობა დაისადგურებს.

ლომი

ამ დღეს ყურადღების ცენტრში მოხვდებით. შესაძლოა, ისეთი რამ მიიღოთ, რაზედაც ადრე ოცნებასაც ვერ გაბედავდით. კარგი პერიოდია კომერციული კავშირებისა და პირადი ურთიერთობების განვითარებისთვის. ერთგული პარტნიორების ან გავლენიანი მფარველების დახმარებით ფინანსურ წარმატებას მიაღწევთ. შესანიშნავი დროა საპირისპირო სქესთან ურთიერთობისთვის, რაც დაუვიწყარ ემოციებს მოგანიჭებთ.

ქალწული

გადადეთ დღეს ყველა მნიშვნელოვანი საქმე და თავი შეიკავეთ მძიმე ფიზიკურ მუშაობისგან. ეცადეთ, შექმნილი ვითარება ობიექტურად შეაფასოთ, რაც პირად ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელებაში დაგეხმარებათ. ამ დღეს წარმატების გასაღები კეთილსინდისიერებასა და სხვა ადამიანების გაგებაში მდგომარეობს.

სასწორი

უკიდურესად არახელსაყრელი დღეა. გამორიცხული არ არის, რომ ზედმეტმა თავდაჯერებამ და ზედაპირულმა მსჯელობამ დაგაზარალოთ. ეცადეთ, მეტი წინდახედულება და გონიერება გამოიჩინოთ. მოერიდეთ ხმაურიან წვეულებებს - გამორიცხული არ არის, რომ ვიღაცის არასასურველი გავლენის ქვეშ მოექცეთ. ერიდეთ სიბნელეს - არსებობს სერიოზული დაზიანების ან ავადმყოფობის საფრთხე.

მორიელი

ეს დღე ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი იქნება. პოზიტიური ტენდენციები შეიძლება პროფესიულ საქმიანობაზე და საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობაზე აისახოს. შესაძლებელია, წლის ბოლოს თქვენი სოციალური და ფინანსური მდგომარეობა მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს.

მშვილდოსანი

ამ დღეს საქმიანი შეხვედრები სასურველ შედეგს ვერ მოგიტანთ და ყველაზე ადვილი საქმეც კი დიდ დროს და ენერგიას წაგართმევთ. ეცადეთ საკუთარ გეგმებსა და პროექტებში ახალი ადამიანები მიიზიდოთ, რაც თქვენს შემოსავალს გააორმაგებს.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა დაწყებული საქმეების დასრულებისთვის, განვლილი გზის ანალიზისა და საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისთვის. სავარაუდოდ, თქვენი ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა მენეჯმენტს და პარტნიორებს შეუმჩნეველი არ დარჩებათ. გირჩევთ, მიზნის მისაღწევად თქვენი ძალები სხვა ადამიანების ძალებთან გააერთიანოთ. გამორიცხული არ არის, რომ საქმიანი ურთიერთობა დიდ სიყვარულში გადაიზარდოს.

მერწყული

მძიმე და პასიური დღეა. გირჩევთ, მიმდინარე საქმეები დაასრულოთ და ახალი საქმის დაწყებისგან თავი შეიკავოთ. თუ ამ დღეს ავად გახდით, დაავადება მძიმე და ხანგრძლივი იქნება. წარმატება თქვენს ნებისყოფაზე და უზენაესი ძალების მხარდაჭერაზეა დამოკიდებული.

თევზები

ხელსაყრელი დროა ბიზნესის რეორგანიზაციისა და კადრების განახლებისთვის. ფრთხილად და წინდახედულად უნდა იმოქმედოთ, რათა ხელქვეითებთან ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ. დაძაბულობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს. ეცადეთ მოთმინება გამოიჩინოთ და ოქროს შუალედი დაიცვათ. სასურველის დაუყოვნებლად მიღებას არ უნდა ეცადოთ, თორემ იმაზე მეტს დაკარგავთ, ვიდრე მიიღებთ.