
რას გვირჩევენ ვარსკვლავები 2 იანვრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
♈ვერძი
მძიმე დღეა. დააკვირდით „ზემოდან“ მომავალ მინიშნებს და ეცადეთ, სწორად გააანალიზოთ ისინი. არ არის გამორიცხული, რომ ახალი გეგმები გაგიჩნდეთ, მაგრამ ამაზე არავისთან ისაუბროთ, რადგან შეიძლება, არაკეთილმოსურნეების ყურადღება მიიქციოთ.
♉კურო
ხელსაყრელი დღეა. ვენერა თქვენ მიმართ განსაკუთრებით კეთილგანწყობილია. მისი მფარველობა გარკვეულ სარგებელს მოგიტანთ, მაგრამ ეცადეთ, ვნებებს არ აჰყვეთ, ზომიერება დაიცვათ და თავი არ დაკარგოთ. გირჩევთ, დაუფიქრებლად მოქმედების შედეგებზე იფიქროთ.
♊ტყუპები
კრიტიკული დღეა, რომელიც მოტყუებასთან და ავადმყოფობასთან ასოცირდება. შესაძლებელია, დღის განმავლობაში, ერთდროულად, ოჯახური და პროფესიული პრობლემების მოგვარება მოგიწიოთ. გამორიცხული არ არის, რომ დღევანდელმა გადაღლამ თქვენს ჯანმრთელობაზე უარყოფითად იმოქმედოს.
♋კირჩხიბი
ყველა თვალსაზრისით ხელსაყრელი დღეა, მაგრამ საკუთარი თავით მაინც უკმაყოფილო დარჩებით. ეცადეთ, ეგოიზმი თავიდან აიცილოთ. გაითვალისწინეთ, რომ საკუთარ თავში ჩაკეტვით ახლობელ ადამიანებს ტკივილს მიაყენებთ. ამ დღეს ერიდეთ საყვარელ ადამიანთან განშორებას.
♌ლომი
რთული დღეა. ფინანსური ზარალის ან პარტნიორთან ურთიერთობების გაწყვეტის ალბათობა ძალიან მაღალია. ამ დღეს მეტი პასუხისმგებლობა და ცდუნებებთან გამკლავება მოგეთხოვებათ. გირჩევთ, „ზემოდან“ მინიშნებებს დააკვირდეთ და სწორად გააანალიზოთ.
♍ქალწული
მძიმე და საშიში დღეა. გირჩევთ, ცხოვრებისეული პრობლემები გულთან ახლოს არ მიიტანოთ, რადგან ნერვული სისტემა გადატვირთვას ვერ გადაიტანს, რაც რთულ დაავადებებს გამოიწვევს.
♎სასწორი
თქვენი ინტელექტის დონე, შემოქმედებითი პოტენციალი და პიროვნული მომხიბვლელობა გარშემო მყოფებს გააოცებს და წარმატების საფუძველი გახდება. შესაძლოა, თქვენი ყველაზე არაჩვეულებრივი და სანუკვარი ოცნებები აისრულოთ. ხელსაყრელი დღეა ძვირად ღირებული ნივთების შეძენისთვის.
♏მორიელი
რთული და დამღლელი დღეა. თქვენი შრომისმოყვარეობა და ძალისხმევა შეიძლება, უშედეგო აღმოჩნდეს. ეს დღე თქვენს საბრძოლო თვისებებს, სიბრძნესა და თვითკონტროლს გამოცდას მოუწყობს. არასწორი გათვლა შეიძლება ძვირად დაგიჯდეთ. ეცადეთ, გარშემო მყოფი ადამიანების მიმართ მოწყალება გამოიჩინოთ.
♐მშვილდოსანი
არახელსაყრელი დღეა ნებისმიერი საქმისთვის. მშვილდოსან ქალებს, სავარაუდოდ, ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ან ახლობელ ადამიანებთან ურთიერთობაში გართულებები ელით. მშვილდოსან კაცებს ერთდროულად, რამდენიმე პრობლემის მოგვარება მოუწევთ. გადაღლამ შეიძლება, თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას.
♑თხის რქა
მძიმე და საშიში დღეა. მოსალოდნელია არაკეთილმოსურნეთა ინტრიგები, კამათი, რასაც შეიძლება სერიოზული შედეგები მოჰყვეს. მოულოდნელი და გაუთვალისწინებელი ხარჯები ოჯახის ბიუჯეტზე აისახება. სიზმარში ყვავილები კარგის ნიშანია.
♒მერწყული
გამორიცხული არ არის, რომ თქვენმა აქტიურობამ, მომეტებულმა ემოციურობამ და ახლის მიმართ ინტერესმა გარშემო მყოფებთან ურთიერთობის დაძაბვა გამოიწვიოს. დროთა განმავლობაში, ყველა სირთულეს და დაბრკოლებას გადალახავთ.
♓თევზი
გირჩევთ ამ დღეს სიახლეებს მოერიდოთ. ეცადეთ, ძველი, კარგად გამოცდილი ხერხებით იმოქმედოთ და მოვლენათა ბუნებრივ მსვლელობას გაჰყვეთ. ყველაფერი, რაც ამ დღეს გჭირდებათ, მოთმინება, თავშეკავება და სიბრძნეა. ერიდეთ ეგოისტი და არაკეთილსინდისიერი ადამიანების ინტრიგებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
როგორი იქნება ახალი წლის დასაწყისი ზოდიაქოს ნიშნებისთვის?
ზოდიაქოს რომელმა ნიშნებმა უნდა შეიცვალონ სამსახური 2021 წელს?
2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს თითოელი ნიშნისთვის რამაზ გიგაურისაგან