Digest Logo

2021 წლის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ყველა ნიშნისთვის

1606580245
ასტროლოგი ხათუნა ნოელი

სულ რაღაც ერთ თვეში ახალი, 2021 წელი დადგება. როგორც „დაიჯესტს“ ასტროლოგმა ხათუნა ნოელმა განუცხადა, მომდევნო ერთი წელი შედარებით მშვიდი და გაწონასწორებული იქნება. 

ხათუნა ნოელის თქმით, 2021 წელი თეთრი, მეტალის ხარის წელია, რომელიც, სიმშვიდით, უბრალოებითა და შრომით გამოირჩევა.

წლის ზოგადი დახასიათება - თეთრი ხარი

თეთრი ანუ მეტალის ხარი, მშვიდი, მშრომელი და უბრალო ნიშანია. ამიტომ ეს წელი მშვიდი იქნება, მაგრამ არ უნდა დაივიწყოთ, რომ ხარი მანიც ხარია და მას „წითელ ნაჭერს“ ნუ აუფრიალებთ, საკმაოდ საშიშია თუ გაბრაზდა. თქვენ უბრალოდ, შრომა, ერთგულება და სიდინჯე მოგეთხოვებათ.

ამ წელს აქტუალური იქნება თეთრი და მეტალის ფერები.

თავდაჯერებული, დინჯი და შრომისმოყვარე თეთრი ხარი მთელ წელს შრომაში გაგატარებინებთ - რასაც ამ წელს იმუშავებთ და მასში ჩადებთ, გაორმაგებულად დაგიბრუნდებათ. ხარს სამართლიანები და პასუხისმგებლობის მქონე, მშრომელი ადამიანები უყვარს. ამიტომ საჭიროა, ეს დრო საკუთარ თავს, ოჯახს და საქმეს დაუთმოთ.

ამ წელს არ არის აუცილებელი ბრწყინავდეთ, ხარი სისადავის და უბრალოების მოყვარულია. რაც უფრო სადა დინჯი, ერთგული და სამართლიანი იქნებით, მით უფრო კარგი წელი გექნებათ.

ვინაიდან თეთრ ხარს ოჯახი უყვარს, ეს წელი კარგია ქორწინებისთვის და სასიყვარულო ურთიერთობებისთვის.

წლის გამორჩეული ნიშნები

2021 წელი 4 ზოდიაქოს ნიშნისთვის იქნება გადამწყვეტი და ცვლილბების მომტანი.

ესენია: მშვილდოსანი, კურო, ლომი და მერწყული. თუ ისინი ამ წელს სათანადოდ გამოიყენებენ, მათთვის მნიშვნელოვანი და სასიკეთო ცვლილებების პერიოდი დაიყწება.

შედარებით ფრთხილად და ნაკლებად ემოციურად უნდა იყოს თევზები. ახლა სენტიმეტებისა და ემოციების დრო არ არის. ამიტომ მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მოეთხოვებათ.

ზოდიაქოს დანარჩენი ნიშნებისთვის 2021 წელი ნეიტრალური იქნება.

2021 წლის პროგნოზი კონკრეტული ზოდიაქოს ნიშნებისთვის:

♈ ვერძი: ძალიან კარგად შეუძლიათ გამოიყენენონ ეს წელი გავლენიანი ნაცნობების მოძიებაში. მათ წელს მფარველები გამოუჩნდებათ. თეთრი ხარი ვერძებს მარტო თამაშს უკრძალავს. მიუხედავად იმისა, რომ ვერძი ლიდერია, ახლა ლიდერობა ეკრძალებათ, აუცილებელია თანამშრომლობა.

♉ კურო: კუროებს სოციალური ზრდა და კარიერაში წარმატება ელოდებათ, მათ უბრალოდ სწორი ნაბიჯების გადადგმა ევალებათ. თუმცა, რა საკვირველია, ყველაფერი დამოკიდებული იქნება მათ მიერ განვლილ დროზე.

♊ ტყუპები: ტყუპებისთვის წელს განათლების საკითხი იქნება აქტუალური. ყველა ტყუპი აბიტუირიენტი განსაკუთრებული გამონაკლისის გარდა, უპრობლემოდ მოეწყობა უმაღლეს სასწავლებელში. დიდი შანსია, რომ ტყუპების უმრავლესობა საზღვარგართ წავიდეს სასწავლებლად.

♋კირჩხიბი: კირჩხიბებს გაუმართლათ, მათ არ მოუწევთ ყოფით პრობლემებზე ფიქრი. მატერიალურ კეთლლდღეობაზე მისი პარტნიორი იზრუნებს. თუმცა, ამ წელს მათ სარისკო მოქმედება ეკრძალებათ. სასურევლია, უბრალდ დაგეგმონ მომავალი წელი.

♌ლომი: ლომებს აქვთ რისკი, რომ ის სტატუსი დაკარგონ, რაც ამჟამად საზოგადოებაში აქვთ მოპოვებული. განსაკუთრებით საფრთხილოა სასიყვარულო ავანტიურები. ლომებისთვის უკუნაჩვენებია ეს საკითხი და არავითარ შემთხვევაში არ გაბედონ და არ ჩაებან სასიყვარულო ინტრიგებში.

♍ ქალწული: ქალწულებს ამ წელიწადში არ გაუჭირდებათ, რასაც ხარი მოითხოვს, ქალწულებს ისედაც ბუნებრივად აქვთ - მოწესრიგებულები, მშორმელები და სადები არიან, თუმცა 2021 წელს მათი შრომა სათანადოდ არ დაფასდება. ფინანსური სარგებელი არ ექნებათ, მაგრამ გარანტირებულად შემიძლია ვთქვა, რომ როგორი კრიზისიც უნდა იყოს, ისინი სამსახურს არ დაკარგავენ.

♎ სასწორი: მათთვის, თვითპრეზენტაციის, ოჯახის შექმნისა და სიყვარულის წელიწადია. ხარი სასწორებს საკუთარი თავის გამოვლენას და საოჯახო საქმეებით დაკავებას მოსთხოვს.

♏ მორიელი: მათთან საოჯახო თემატიკა იქნება წამოწეული, შესაძლოა შექმნას ოჯახი, აგრეთვე, მოსალოდნელია ოჯახის დანგრევაც. დღის წესრიგში დადგება სახლის შეძენა, გარემონტება ან უძრავი ქონებით ბიზნესის წამოწყება. მორიელებმა აგრეთვე დიდი ყურადღება უნდა დაუთმონ ოჯახის ხანდაზმულ წევრებს. მოკლედ 2021 წელს მათთვის საოჯახო საქმეები იქნება აქტუალური. თავად ხანდაზმულ მორიელებს კი შეუძლიათ მემუარები წერონ.

♐ მშვილდოსანი: მათთვის ახალი ცოდნის შეძენის აუცილებლობა იქნება წელს აქტუალური. ახალი ნაცნობობა, ახალი კონტაქტები და ბევრი სიახლე ელოდება 2021 წელს მშვილდოსანს. ამ ნიშნისთვის წელს ძველ საქმეებზე გაჩერება აკრძალულია.

♑ თხის რქა: ეს ნიშანი 2021 წელს ფინანსების მიმართ უნდა გააქტიურდეს, თუკი აქვს რაიმე ბიზნეს გეგმა, აუცილებლად უნდა განახორციელოს, რადგან თუ თავად არ იფიქრებს დამატებით ფინანსებზე, მაშინ სამყარო იძულებით გააკეთებინებს რამე ბიზნესს, ასეთ შემთხვევაში კი შესაძლოა, კი არ მოიპოვონ, არამედ დაკარგონ კიდევაც ფინანსები.

♒ მერწყულები: ამ წელს განსაკუთრებული და გრანდიოზული საქმე უნდა წამოიწყოს თანამოაზრეებთან ერთად. მას წარმოუდგენელი წარმატება ელოდება, იმ შემთხვევაში თუ მნიშვნელოვან და დიდ საქმეს დაიწყებს.

♓ თევზები: თევზებს სიფრთხილე, გონიერება და თავდაჭერა მოეთხოვება. ახლა მათი ემოციების და სენტიმენტების დრო არ არის. სჯობს გაწონასწორებულად და ლოგიკურად იაზროვნონ.

ვიდეო იხილეთ აქ

⚪აგრეთვე დაგაინტერესებთ:

მითხარი შენი ზოდიაქო და გეტყვი როგორ იპოვი სიყვარულს

დეკემბერი თქვენია! - ზოდიაქოს 5 ნიშანი, რომელთათვის 2020 ფეიერვერკებით დასრულდება

რომელი პროფესია შეგეფერება ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით?

წყარო: www.facebook.com