2022 წელი გვიახლოვდება და ყველაზე ცნობილმა და ბევრისთვის საყვარელმა ასტროლოგმა - პაოლო ფოქსმა, მომავალი წლის პროგნოზი, ნაწილობრივ უკვე გაუზიარა თავის მიმდევრებს.
მაშ ასე, ფოქსის პროგნოზით, 2022 წელი განსაკუთრებით წარმატებული იქნება რამდენიმე ნიშნისთვის, უფრო მეტად პიროვნული ზრდის ასპექტში. გასული წელი საკმაოდ რთული იყო ზოდიაქოს თითქმის ყველა ნიშნისთვის, მაგრამ მომდევნო წელიწადი, შეიძლება ითქვას საოცრად კარგი იქნება ნიშნების უმრავლესობისთვის.
ერთ-ერთი ასეთი ნიშანია ვერძი, რომელიც ფოქსის პროგნოზით ერთწლიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ, საკუთარი მუშაობისა და მცდელობის შედეგს დაინახავს და კულმინაციას 2023 წელს მიაღწევს, როდესაც მარსი ვერძის ზოდიაქოში გადავა.
კარგი პერიოდია თევზების, ტყუპებისა და კირჩხიბებისთვის. ისინი ემოციურად დამუხტულები არიან და გამოსდით ყველაფერი რასაც კი ხელს მოჰკიდებენ.
რასაც ვერ ვიტყვით კუროს, მშვილდოსნის და თხის რქის ნიშნით დაბადებულების შესახებ. ისინი დადგებიან გამოწვევების წინაშე და 2022 წელს, არაერთი სირთულის გადალახვა მოუწევთ.
ლომსა და ქალწულს ღირებულებების გადაფასების პერიოდი ექნებათ. მოსალოდნელია მნიშვნელოვანი ცვლილებები პირად ურთიერთობებში.
მორიელს ახალი შესაძლებლობების წელი ეწყება, რომელთა ხელიდან გაშვება არავითარ შემთხვევაში ღირს.
მერწყულებს და სასწორებს შანსი მიეცემათ სიახლეები შეიტანონ ცხოვრებაში. რთულად, მაგრამ მოახერხებენ თავი დააღწიონ ნეგატიურ გავლენებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🔵2022 წლის ფავორიტი ნიშნები კარიერასა და ფინანსებში
🔵ზოდიაქოს ამ 3 ნიშანს ახალ წელს გეგმების ჩაშლა ემუქრება
🔵ფრთხილად, ვეფხვი არ გააბრაზოთ - როგორ შევხვდეთ 2022 წელს და როგორი უნდა იყოს საახალწლო სუფრა?
🔵როგორი იქნება 2022 წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის - დეტალური პროგნოზი
წყარო: exclusivetv.ge