Digest Logo

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1626898050
22 ივლისი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 ივლისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?

ვერძი

ხელსაყრელი დღეა ბიზნესპარტნიორებთან ურთიერთობის, პირადი პრობლემების გადაჭრისა და ფიზიკური დატვირთვისთვის. ვარსკვლავები გირჩევენ, უარი თქვათ სტანდარტულ გადაწყვეტილებებზე და მეტი ფანტაზია გამოიჩინოთ. არ არის გამორიცხული, საპირისპირო სქესის წარმომადგენლების ყურადღება მიიქციოთ. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია მნიშვნელოვანი მოვლენები. ეს შეიძლება ახალი სასიყვარულო თავგადასავალი, ქორწინება, გართობა ან მოგზაურობა იყოს.

კურო

წინააღმდეგობრივი დღეა, თუმცა სასიამოვნო სიახლეებით ან ნანატრი შეხვედრით გაგახარებთ. მოერიდეთ თვითგვემას ან პირიქით, არასერიოზულობას და უპასუხისმგებლობას. წონასწორობის აღდგენას უახლოესი ადამიანების დახმარებით შეძლებთ.

ტყუპები

ამ დღეს სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით. პარტნიორებს შორის ჰარმონიული ურთიერთობა დამყარდება. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია უსიამოვნო სიახლეები, რაც გეგმების შეცვლას გაიძულებთ. ერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას - ახლობლების რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

კირჩხიბი

წინააღმდეგობრივი დღეა. საკუთარი თავისა და ინტერესების გარდა, ვერაფერს ამჩნევთ და ფულს დაუფიქრებლად ფლანგავთ. ეცადეთ, გარკვეული დროით განმარტოვდეთ, რომ დაკარგული წონასწორობა აღიდგინოთ.

ლომი

ცდუნებებით, ცრუ დაპირებებით, უარყოფითი და ბნელი ძალების გავლენით სავსე დღეა. მოზღვავებული ენერგია შეიძლება თქვენთვის საზიანო აღმოჩნდეს - შეცდომები და გაუგებრობები გამოიწვიოს, რასაც სერიოზული პრობლემები მოჰყვება. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია წარუმატებლობა და იმედგაცრუება. არ არის გამორიცხული საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაწყვეტა.

ქალწული

ხელსაყრელი დღეა პარტნიორებთან ურთიერთობისთვის. სასიამოვნო სიახლემ შეიძლება, დიდი მოგება მოგიტანოთ ან უბრალოდ, გეგმების შეცვლა გაიძულოთ. ეცადეთ, თხოვნაზე უარი არავის უთხრათ და რაც მთავარია, მოერიდეთ ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლობლების რჩევა შეცდომების თავიდან აცილებაში დაგეხმარებათ.

სასწორი

საშიში დღეა, რომელიც დევნასთან, თვალთვალთან და ძალადობასთან ასოცირდება. ერიდეთ ხალხმრავალ და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებს. თქვენს ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება, ამიტომ გეგმებში კორექტივების შეტანა მოგიწევთ. მოსალოდნელია წინასწარმეტყველური სიზმრები. სიზმარში კატა რეალობაში უიღბლობას ან მტრების შეტევას ნიშნავს.

მორიელი

არახელსაყრელი დღეა კონტაქტების დამყარებისა და აქტიური ურთიერთობებისთვის. ეცადეთ, მეტი წინდახედულება გამოიჩინოთ, რადგან ზოგიერთი ადამიანის მხრიდან აგრესია გელით. მოვლენების შემდგომი განვითარება თქვენგან სიფრთხილეს მოითხოვს.

მშვილდოსანი

უსიამოვნო სიახლე გეგმების შეცვლას გაიძულებთ. გირჩევთ, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების დროს არ აჩქარდეთ. არახელსაყრელი დღეა სასიყვარულო თავგადასავლებისთვის. სექსუალური კავშირების დროს მაქსიმალური სიფრთხილე და წინდახედულება გმართებთ.

თხის რქა

ხელსაყრელი დღეა საქმიან პარტნიორებთან შეხვედრებისა და პირადი პრობლემების გადაჭრისთვის. ახლობლებთან დაკავშირებით კარგი ამბები ან სასიყვარულო ურთიერთობებში წარმატება გელით. ეცადეთ, თხოვნის შესრულებაზე უარი არავის უთხრათ. გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება დახმარება უახლოეს ხანებში თავადაც დაგჭირდეთ.

მერწყული

ამ დღეს მერწყულის პირადი ცხოვრება მშვიდი და ჰარმონიულია - ჩვეულებრივი სამუშაო დღე და არავითარი პრობლემები. სასურველია, დღის მეორე ნახევარი, ოჯახის წევრებთან ერთად, ბუნებაში გაატაროთ. ფიზიკური ვარჯიში და ზომიერი დატვირთვა შესანიშნავი პროფილაქტიკაა შერყეული ჯანმრთელობისთვის.

თევზები

სულიერი განწმენდის, ლოცვის და მონანიების დღეა. შეიძლება, უზენაესი ძალების მხარდაჭერა და მფარველობა იგრძნოთ, მაგრამ ამის გამო რეალობის ხედვა არ უნდა დაკარგოთ. თვითკრიტიკა და მონანიება სინდისს მნიშვნელოვნად შეგიმსუბუქებთ და სულიერ განახლებაში დაგეხმარებათ.