წაიკითხეთ კვირის ჰოროსკოპი და გაიგეთ, რა გელოდებათ 23-29 ნოემბერის ჩათვლით ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი
პლანეტების პოზიცია წარმატებებს გპირდებათ ნებისმიერ საქმეში, ეს საუკეთესო დროა სერიოზული ცვლილებებისთვის ცხოვრების ყველა სფეროში. კვირის დასაწყისში დიდი ძალისხმევა დაგჭირდებათ, რათა სამუშაო პროცესები შეასრულოთ, მაგრამ ყოველი მომდევნო დღე ძალიან ნაყოფიერი იქნება. შაბათ-კვირას კარგი ამბები გაგახარებთ, რაც თქვენს ოჯახთან იქნება დაკავშირებული.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 29.
კურო
მოგონებები ძველ იდეებს გააცოცხლებს. დღეს ღირს მათი ხელახლა გადახედვა და რაციონალობის განსაზღვრა. კვირის შუა რიცხვები დიდ აქტიურობას გპირდებათ. პროფესიულ სფეროში შესაძლებელია ცვლილებები უკეთესობისკენ. სავარაუდოდ, მოსალოდნელია ფულადი გზავნილი და ახალი ადამიანების გაცნობა, რომლებიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ თქვენს ცხოვრებაში.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
ტყუპი
შეეცადეთ სამსახურში თავიდან აიცილოთ კონფლიქტური სიტუაციები. შეიძლება მოხდეს ისე, რომ კოლეგის მისამართით შენიშვნა მოისმინოთ და ზედმეტი ლაპარაკის გამო პასუხი თქვენ მოგთხოვონ. ზოდიაქოს ამ ნიშნის მარტოხელა წარმომადგენლები პოპულარულები იქნებიან საპირისპირო სქესთან და ახალ ნაცნობებს გაიჩენენ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 24.
კირჩხიბი
საქმეში წარმატების მისაღწევად უფრო აქტიური უნდა იყოთ. დასახეთ ახალი მიზნები და იფიქრეთ მათი მიღწევის გზებზე. იყავით სამართლიანი და გულწრფელი მეგობრებთან და ოჯახის წევრებთან. კვირის ბოლოს გაგიჩნდებათ ინტერესი შემოქმედებითი საქმიანობისადმი.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 26.
ლომი
დროა განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოთ პირად ცხოვრებას. უკვე კვირის დასაწყისში სამსახურში უამრავი საქმის მორევში ჩაიძირებით. შეძლებთ მოიპოვოთ ღირებული ინფორმაცია და მომგებიანი ხელშეკრულება დადოთ.
სასიკეთო დღეები: 23, 24.
არასასიკეთო დღე: 26.
ქალწული
არასასურველია ნათესავებთან ან კოლეგებთან ურთიერთობის გარკვევა, მცირე კამათი შეიძლება საკმაოდ სერიოზულ უთანხმოებაში გადაიზარდოს. საფუძვლიანად გააანალიზეთ მოვლენები და მოძებნეთ შერიგების გზები. კვირის ბოლოს ნებისმიერი ახალი წამოწყება პერსპექტიული და მნიშვნელოვანი იქნება.
სასიკეთო დღეები: 24, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
სასწორი
თქვენი ძალიან ამბიციური გეგმების რეალიზება იწყება, უბრალოდ, საკუთარი შესაძლებლობების უფრო მეტად უნდა გჯეროდეთ. ნუ აყვებით ემოციებს, უმჯობესია ყველაფერი ცივი გონებით გააანალიზოთ და ლოგიკას დაეყრდნოთ. თქვენი შრომისუნარიანობა შესანიშნავ შედეგებს მოგიტანთ.
სასიკეთო დღეები: 23, 26.
არასასიკეთო დღე: 24.
მორიელი
პირად ცხოვრებაში განვითარებული მოვლენები შთაგაგონებთ და გაგახარებთ, ამიტომ მაქსიმალური დრო და ენერგია დაუთმეთ მას. რაც უფრო მეტად იზრუნებთ საყვარელ ადამიანზე და რაც უფრო მეტ სითბოს უჩვენებთ, მით უფრო მეტს მიიღებთ სამაგიეროდ. კვირის შუა რიცხვებში არ არის მოსალოდნელი რაიმე მნიშვნელოვანი მოვლენა და ყველაფერი ჩვეულ რეჟიმში ჩაივლის. შაბათ-კვირას შეეცადეთ განიტვირთოთ და დაისვენოთ.
სასიკეთო დღეები: 24, 29.
არასასიკეთო დღე: 23.
მშვილდოსანი
შეადგინეთ ზუსტი სამოქმედო გეგმა და მისით იხელმძღვანელეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში უამრავ საქმესა და საზრუნავში გაიხლართებით. გამოიჩინეთ გონივრული სიფრთხილე, ნუ ისაუბრებთ პირადულ საკითხებზე და სხვის საიდუმლოებებსაც ნუ გაამჟღავნებთ. შეეცადეთ დაწყებული საქმე დაასრულოთ. გახსოვდეთ, რომ ოჯახს, შვილებსა და მშობლებს ყურადღება სჭირდებათ.
სასიკეთო დღეები: 23, 29.
არასასიკეთო დღე: 25.
თხის რქა
შეიძლება ამ კვირაში საბუთებთან გქონდეთ შეხება. გარდა ამისა, შეიძლება შუამავლის როლი შეასრულოთ მნიშვნელოვანი საკითხის მოგვარებისას. პარასკევი კარგი დროა სარემონტო სამუშაობისთვის და და საყოფაცხოვრებო საკითხებთან დაკავშირებული შესყიდვებისთვის. არ მიიღოთ გაუაზრებელი გადაწყვეტილება, ენდეთ თქვენს ინტუიციას.
სასიკეთო დღეები: 25, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
მერწყული
მოემზადეთ მოსაწყენი, რუტინული სამუშაოსთვის. შეიძლება შეიქმნას სიტუაცია, როდესაც მოგიწევთ პასუხი აგოთ როგორც საკუთარი თავის, ისე სხვების გამო. შეეცადეთ არავის დაუპირისპირდეთ და სხვისი წარმატებები არ შეგშურდეთ. შაბათ-კვირა მშვიდ ატმოსფეროში გაატარეთ.
სასიკეთო დღეები: 23, 25.
არასასიკეთო დღე: 23.
თევზები
ამ კვირაში კარგი განწყობა დაგეუფლებათ, მშვიდი და გონიერი იქნებით. დატკბით ცხოვრებით, სასიამოვნო ნაცნობობით, ურთიერთობით. თუ ეს თქვენ არ გეხებათ, მაშინ ძალიან ბევრს მუშაობთ და საჭიროა განიტვირთოთ. არც ოჯახი და დაგროვილი საშინაო საქმეები დაივიწყოთ და დრო მათთვისაც გამონახეთ.
სასიკეთო დღეები: 24, 27.
არასასიკეთო დღე: 23.
წყარო: nostal.ge