რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ვერძი
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. საეჭვოა, რომ რომელიმე წამოწყებამ სასურველი შედეგი მოგცეთ. მამაკაცებს სირთულეები და გარშემო მყოფთა მხრიდან არაკეთილგანწყობილი დამოკიდებულება ელით. ვარსკვლავები გირჩევენ, რომ აქტიურობისგან თავი შეიკავოთ, მით უმეტეს, თუ ახალი იდეები სწრაფ შედეგს არ გპირდებათ. ვარსკვლავები ქალებს ურჩევენ, რომ მეგობრებთან შეხვედრები არ დაგეგმონ და უსარგებლო კამათში არ ჩაერთონ.
კურო
დააბული დღეა. იღბალმა შეიძლება, ნებისმიერ წუთს ზურგი გაქციოთ. ფრთხილად იყავით და ემოციები აკონტროლეთ, რადგან გამორიცხული არ არის ახლობელ ადამიანთან კონფლიქტი. ამ დღეს თავი შეიკავეთ მეგობრებთან შეხვედრებისგან და არავის ეკამათოთ. ხელსაყრელი დღეა ოჯახური ურთიერთობებისთვის.
ტყუპები
ნებისმიერი სახის ურთიერთობისთვის არახელსაყრელი დღეა. მოსალოდნელია პრობლემები ოჯახურ ურთიერთობებში, ჩხუბი პარტნიორებთან ან მეგობრებთან. თქვენი უტაქტობა და უხეშობა გარშემო მყოფ ადამიანებს გააღიზიანებს და სკანდალს გამოიწვევს. ეცადეთ, საქმე აქამდე არ მიიყვანოთ. სასიცოცხლო პოტენციალი დაბალია. ვარსკვლავები გირჩევენ, საკუთარ და ახლობელი ადამიანების ჯანმრთელობას მეტი ყურადღება მიაქციოთ.
კირჩხიბი
შესაძლებელია, რომ თქვენს გზაზე სირთულეები გაჩნდეს, განსაკუთრებით, თუ ახალი იდეები სარისკოა. სავარაუდოდ, რთული სიტუაციიდან გამოსავალს ერთგული მეგობარი ან პარტნიორი გაპოვნინებთ. სამსახურებრივი მივლინება ან შეხვედრა გელით, მაგრამ შედეგი არ დაგაკმაყოფილებთ.
ლომი
დაძაბული, წინააღმდეგობრივი დღეა. ახალი ნაცნობები ან გავლენიანი ადამიანები თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებენ და მხოლოდ თქვენზეა დამოკიდებული, მათი როლი დადებითი იქნება თუ უარყოფითი. ამ დღეს დეტალებში ჩაღრმავება და ყოყმანი ისევე საშიშია, როგორც აჩქარება და გამბედაობა. სავარაუდოდ, ეს დღე საშუალებას მოგცემთ, თქვენი ყველაზე სანუკვარი ოცნებები აისრულოთ.
ქალწული
რთული და დაძაბული დღეა, რომელიც ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. საეჭვოა, რომ ამ დღეს რომელიმე საქმეში წარმატებას მიაღწიოთ, ამიტომ ეცადეთ, ნაკლები იაქტიუროთ და უფრო ხელსაყრელ დროს დაელოდოთ. გამორიცხული არ არის ფინანსური დანაკარგები. ოჯახის ერთ-ერთი წევრის არასერიოზული ქმედებების გამო მოსალოდნელია პრობლემები. გირჩევთ, შეხვედრები არავისთან დანიშნოთ და არავის ეკამათოთ.
სასწორი
ხელსაყრელი დღეა შემოქმედებითი პროფესიის სასწორისთვის. ბიზნესის და კომერციის სფეროში დასაქმებულ ადამიანებს შეიძლება ფინანსური პრობლემები შეექმნათ, ამიტომ ეცადეთ, არ გარისკოთ. დღის მეორე ნახევარში მოსალოდნელია რომანტიკული შეხვედრა.
მორიელი
ბნელი ძალების გააქტიურების დღეა. გარშემო მყოფი ადამიანების ქმედებები იმპულსური და არაპროგნოზირებადი იქნება. განვითარებული მოვლენები თქვენგან სიმტკიცეს მოითხოვს. მზად ხართ, საკუთარი სიმართლე ნებისმიერი საშუალებით დაამტკიცოთ, მიუხედავად შედეგებისა, რამაც შეიძლება, ისედაც რთული მდგომარეობა უფრო გაართულოს. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. ახლა ყველაზე მეტად დასვენება და პროფილაქტიკური მკურნალობა გჭირდებათ.
მშვილდოსანი
წინააღმდეგობრივი დღეა. სავარაუდოდ, მოულოდნელი ამბავი გაიძულებთ, საკუთარ გეგმებს გადახედოთ და პრიორიტეტები შეცვალოთ. მშვილდოსან ქალებს საინტერესო შეხვედრა ელით.
თხის რქა
ეს დღე ურთიერთობების სიმტკიცეს გამოცდას მოუწყობს. პირად ცხოვრებაში მოსალოდნელია კონფლიქტური სიტუაციები ან არსებული ურთიერთობებით უკმაყოფილება. სავარაუდოდ, დღის მეორე ნახევარში მტანჯველი სიზმრები ან თავის ტკივილი შეგაწუხებთ, თუმცა ახალი დღე ძველ პრობლემებს დაგავიწყებთ.
მერწყული
ეს დღე უამრავ სიურპრიზს გპირდებათ. ყველა პირდაპირ ან ირიბად ფინანსებს უკავშირდება. ოჯახში უსაფუძვლო ეჭვიანობის ან უმიზეზო წყენის გამო მოსალოდნელია კონფლიქტი. ეცადეთ, კომპრომისი მონახოთ, რათა უსიამოვნო შედეგები თავიდან აიცილოთ.
თევზები
ეს დღე სასიცოცხლო ძალების გააქტიურებისა და შემოქმედებითი აღმავლობის სიმბოლოა. იზრდება რეალობის რომანტიკული აღქმა. შემოქმედ თევზებს საშუალება ექნებათ, რომ რაღაც განსაკუთრებული შექმნან. აღიარება და წარმატება თავდაჯერებას შეგმატებთ და ნერვული სისტემის მდგომარეობას გააუმჯობესებს.
ასევე დაგაინტერესებთ👇
🔵ზოდიაქოს ნიშნები, ვისთვისაც 2022 წელი ყველაზე იღბლიანი იქნება
🔵ზოდიაქოს ნიშნები ქორწინებაში – „ვინაა შემოსაშვები ოჯახში და ვინ – არა“